სამუშაო საათები

ირაკლი ბუგიანის სოლო გამოფენა ისთ ფოინთში

Project ArtBeat და East Point წარმოგიდგენთ ირაკლი ბუგიანის პროექტს ლურჯი გვირაბი. 

გერმანიაში მცხოვრები თანამედროვე ქართველი არტისტის ნამუშევარი, მოძრავი გალერეის ექსპერიმენტულ სივრცეში, ისთ ფოინთის ტერიტორიაზე იქნება წარმოდგენილი. პროექტი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და ისთ ფოინთის მხარდაჭერით ხორციელდება.

Project ArtBeat-ის მიზანია ქართული ხელოვნების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა და საქართველოს რეგიონებში კულტურული აქტივობების მხარდაჭერა. 

სამუშაო საათები: 
21 ოქტომბერი, 14:00-21:00
22, 28, 29 ოქტომბერი 12:00-21:00 
24-27 ოქტომბერი 16:00-21:00 

მისამართი: Project ArtBeat-ის მოძრავი გალერეა, ისთ ფოინთი, ალ. თვალჭრელიძის ქ. 2, თბილისი. 

www.projectartbeat.com 

ლურჯი გვირაბი 
ირაკლი ბუგიანი სპეციალურად მოძრავი გალერეის სივრცისთვის შექმნილ ინსტალაციას წარმოადგენს. სარკეების, ლითონის, ხისა და განათებისაგან შექმნილი ობიექტის ნახვისას დამთვალიერებელი სიურეალისტურ სამყაროში ხვდება. კალეიდოსკოპის პრინციპით შექმნილი ობიექტი მეტაფორულად სამყაროს მრავალფეროვნებასა და ამავდროულად, მის ერთიანობაზე, მატერიალურ და არამატერიალურ სტრუქტურებს შორის საზღვრებზე მიგვანიშნებს. 


ირაკლი ბუგიანი (დაბ. 1980, თბილისი, საქართველო). 

ბუგიანი დაიბადა თბილისში, სადაც 2001 წელს დაასრულა სწავლა თბილისის სახმატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების მიმართულებით. შემდეგ სწავლობდა რუანის სახვითი ხელოვნების სკოლაში, საფრანგეთში; კარლსრუეს სახვითი ხელოვნების აკადემიაში მიიღო მაგისტრისხ არისხი, შემდეგ 2010 წელს სწავლა დაასრულა დიუსელდორფის ჰაინრიჰ ჰაინეს უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიის მიმართულებით.
არტისტი მუშაობს ფერწერის და კოლაჟის მედიაში. მის ნამუშევრებში ასახულია არქიტექტურის ინტერიერი და ექსტერიერი ადამიანების გარეშე. აბსტრაქტული გამოსახულება იქმნება ხეთის საღებავის უხეში მონასმებით ტილოზე, რომელიც კომბინირებულია აპლიკაციასთან. ნამუშევრები დაუსრულებლის შთაბეჭდილებას ტოვებს. იმპრესიონისტული ლანდშაფტები და ზღვის ხედები, წაშლილი პორტრეტები უკავშირდება გამოგონილი და ისტორიული მოგონებების კვლევას. ნამუშევრების სიუჟეტი და მუშაობის სტილი არღვევს წესრიგს და ორაზროვან, გაურკვეველ შეგრძნებას იწვევს.

მნიშვნელოვანი სოლო და ჯგუფური გამოფენები: 2016 - ხედავდე სამყაროს ქვიშის მარცვალში, Project ArtBeat-ის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო; 2015 – Heritage(მემკვიდრეობა), Rich Mix, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; 2014 - AT388, როტერდამი, ნიდერლანდები; 2013 - მემკვიდრეობა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი, საქართველო; 2013 ჯილდო - Kunstpreis Junger Westen 2013, კარლსრუე, რექლინგჰაუზენი, გერმანია; 2012 - Post Coitum Omne Animal Triste Est, Damenundherren e.V., დიუსელდორფი, გერმანია; 2011 - Zwischen Gestern und Morgen, Gallery 10, კარლსრუე, გერმანია. 

ირაკლი ბუგიანი ცხოვრობს და მუშაობს დიუსელდორფში, გერმანია.

ბუგიანის პროფილი განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე:www.projectartbeat.com.

დამატებითი ინფორმაციისთვის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდით: info@projectartbeat.com; +995 555294353. 

  • გაზიარება:
  • Facebook share icon
  • Twitter share icon