სამუშაო საათები

ისთ ფოინთის საზაფხულო გამოწვევა დასრულდა

დასრულდა ჩვენი საზაფხულო გამოწვევა #ყველაზაფხულსთავისიისტორიააქვს #EastpointSummer, რომელიც მთელი აგვისტოს განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ნებისმიერ ისთ ფოინთის ვიზიტორს შეეძლო ჩართვა, ამისთვის მათ 200 ლარის ღირებულების ქვითრები უნდა წარედგინათ ჩვენს საინფორმაციოში და სანაცვლოდ სპეციალურად ისთ ფოინთისთვის, Miss Anokui-ს დიზაინით დამზადებულ ჩანთას იღებდნენ საჩუქრად, ხოლო ყველა ვინც ისთ ფოინთის ჩანთით ფოტოს გადაიღებდა, Facebook გვერდზე ატვირთავდა საჯაროდ და თავის ზაფხულის ისტორიას მოყვებოდა, ერთვებოდა ფოტო-კონკურსში, რომლის გამარჯვებულიც 2 კაციან საგზური გადაეცემოდა მიკონოსზე გასამგზავრებლად. 

ამ საზაფხულო კამპანიის ფარგლებში სულ 3000 ჩანთა გავეცით. მივიღეთ უამრავი საინტერესო ფოტო და ისტორია, მაგრამ საბოლოოდ ერთი გამარჯვებული ლიკუნა გოგინაშვილი გამოვავლინეთ რომელმაც ყველაზე მეტი მოწონება დააგროვა. 

დღეს კი ისთ ფოინთის მერმა თეონა ჩიხლაძემ ლიკუნა დააჯილდოვა და საჩუქრად მიკონოსზე 2 კაციანი საგზური გადასცა.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ლიკუნას გამარჯვებას და დაუვიწყარ მოგზაურობას ვუსურვებთ! 

  • გაზიარება:
  • Facebook share icon
  • Twitter share icon