სამუშაო საათები

ისთ ფოინთი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისთვის ემზადება

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ისთ ფოინთი განსაკუთრებული ღონისძიებისთვის ემზადება. 

ხმა გავრცელდა, რომ 1 ივნისს მეკობრეების გემი ისთ ფოინთისკენ მოემართება და მთელი ქალაქის დაპყრობას გეგმავს. მათ ფოკუს მოკუსის ალყაში მოქცევა და ჩვენი გმირების ტიგი, ტიგი ჯუნიორი, ბობო და ელის გატაცება გადაუწყვიტავთ. მათთან გამკლავება და ქალაქის გათავისუფლება კი მხოლოდ ჩვენთან მოსულ პატარა სტუმრებს შეუძლიათ.

უშიშარო ბავშვებო მზად ხართ შეებრძოლოთ ძლევამოსილ მეკობრეებს? მათგან ქალაქის დახსნა არც ისეთი მარტივია, ამიტომ მოდით ყველა მეკობრეების ფორმით, გავერიოთ მათში და ერთიანი ძალებით დავამარცხოთ ისინი! 

რაც მთავარია მხოლოდ ამ დღეს მიიღეთ ფოკუს მოკუსში დარიცხული თანხის 50% საჩუქრად.

ღონისძიების პროგრამა:
🔹 ბატუტზე მოხტუნავე აკრობატები
🔹 საჰაერო აკრობატები საცირკო ნომრებით
🔹 პარკურისტი აკრობატები ექტსრემალური შოუთი
🔹 მთელი დღის განმავლობაში გასართობი აქტივობები ფოკუს მოკუსში: ჟონგლიორების წარმოდგენა, სახეზე მოხატვა, მიზანში სროლა, და სხვა.
🔹 ღონისძიება დასრულდება ცეცხლების გრანდიოზული წარმოდგენით


მაშ ასე, მოემზადეთ 1 ივნისისთვის და გვეწვიეთ ისთ ფოინთში 5 საათიდან, სადაც უამრავი სურპრიზი და საჩუქარი გელოდებათ.

დასწრება თავისუფალია.

  • გაზიარება:
  • Facebook share icon
  • Twitter share icon