სამუშაო საათები

მულტფილმების საერთაშორისო დღე ფოკუს მოკუსში

6 აპრილს მულტფილმების საერთაშორისო დღეა და მის აღსანიშნავად დიდი მხიარულებაა ფოკუს მოკუსში!

ალბათ ყველა პატარას აინტერესებს თუ როგორ იქმნება მულტფილმი, საიდან ჩნდებიან საყვარელი გმირები და როგორ შეიძლება ნახატის გაცოცხლება. სწორედ ამიტომ, სპეციალურად ამ დღისთვის მოვიწვიეთ პროფესიონალი მულტიპლიკატორები, რომლებიც ბავშვებს მასტერკლასს ჩაუტარებენ და ფოკუს მოკუსის სცენიდან ასწავლიან თუ როგორ იქმნება ანიმაციური ფილმები. მულტფილმების შექმნაში ნებისმიერ ბავშვს შეუძლია მონაწილეობის მიღება. 

რაც მთავარია, მხოლოდ ამ დღეს ფოკუს მოკუსის ნებისმიერი პაკეტის შეძენისას მიიღეთ10 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი! 

🔹 ანიმაციის მასტერკლასი
🔸 ბავშვების მიერ თავიანთი ხელით შექმნილი მულტფილმები 
🔹 მულტფილმის გმირების ანიმაციური ძეგლები
🔸 გასართობი და შემეცნებითი პროგრამა მთელი დღის განმავლობაში
🔹 უამრავი სიურპრიზი ბავშვებისთვის და ბევრი სხვა საჩუქარი!

გვეწვიეთ თქვენს პატარებთან ერთად, დასწრება თავისუფალია. 
დასაწყისი 16:00 საათზე

  • გაზიარება:
  • Facebook share icon
  • Twitter share icon