სამუშაო საათები

ჩვენს გასართობ ცენტრებში საუკეთესო თანამშრომლები გამოვავლინეთ

ისთ ფოინთის მერის ინიციატივით, გასართობ ცენტრ ფოკუს მოკუსში და ბოულინგ კლუბ ლებოვსკიში, მთელი გაზაფხული მომსახურების გაუმჯობესების კამპანიას დავუთმეთ.

ამ კამპანიის ფარგლებში ბევრი საინტერესო ღონისძიება, წამახალისებელი აქტივობა თუ  სიურპრიზი მოვუწყეთ ჩვენს თანამშრომლებს.

3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოკითხვა, ჩვენთან მოსული სტუმრები ყოველ დღიურად თავად ირჩევდნენ და ქულას ანიჭებდნენ საუკეთესო თანამშრომელს, რის მიხედვითაც საბოლოოდ საშუალება მოგვეცა საუკეთესოები გამოგვევლინა. 

კამპანიის ბოლოს კი ყველაზე რეიტინგული თანამშრომლები დავაჯილდოვეთ:

  • I ადგილი - გიორგი მარკოზაშვილი; ბოულინგის ინსტრუქტორი, ბოულინგ კლუბი ლებოვსკი
  • II ადგილი - ირაკლი მელიქიშვილი; გასართობის აპარატების ოპერატორი, გასართობი ცენტრი ფოკუს მოკუსი
  • III ადგილი - მარიამ წიქვაძე; ატრაქციონების ოპერატორი, გასართობი ცენტრი ფოკუს მოკუსი

ისთ ფოინთი მომავალშიც გააგრძელებს მომსახურების გაუმჯობესებაზე ზრუნვას და თანამშრომლების წახალისებას.

  • გაზიარება:
  • Facebook share icon
  • Twitter share icon