სამუშაო საათები

1 ივნისი ისთ ფოინთში

ისთ ფონთში განსაკუთრებულად მოვემზადეთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისთვის და 1 ივნისს ჩვენთან მისულ სტუმრებს კოსტუმირებულ - თეატრალური სანახაობა დავახვედრეთ:  „გაათავისუფლე ქალაქი მეკობრებისგან“

ღონისძიება მეკობრეების თემაზე იყო შექმნილი და მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის წარმოდგენები, თამაშები და მხიარული აქტივობები ისთ ფოინთის და ფოკუს მოკუსის ტერიტორიაზე იყო გადანაწილებული.

ამ დღეს ისთ ფოინთში განსაკუთრებულად ბევრი ვიზიტორი გვეწვია, ხოლო ვინს მეკობრის ფორმაში იყო გამოწყობილი მისტერ ფოკუს მოკუსისგან საჩუქრები მიიღო.  დღე ცეცხლების გრანდიოზული წარმოდგენით დასრულდება.

  • გაზიარება:
  • Facebook share icon
  • Twitter share icon