სამუშაო საათები

კონკურსის #დაისვენეისთფოინთში ფინალისტები

სულ ცოტა ხნის წინ ისთ ფოინთმა დასვენების სივრცის მოწყობაზე კონკურსი გამოაცხადა.  კონკურსი ორი კვირს განმავლობაში მიმდინარეობდა და სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება ქონდა. 

ძალიან ბევრი პროექტი მივიღეთ, მაგრამ საბოლოოდ ის 10 მონაწილე აირჩა, რომელთა პროექტებიც კონკურსის პირობებს სრულად აკმაყოფილებდა.

წარმოგიდგენთ ჩვენი კონკურსის ფინალისტ პროექტებს: 

1.  ნინუცა კირკიტაძე
ნინუცას პროექტის მიხედვით, შოპინგისგან დაღლილები, ხელებში და კბილებში “პარკ-ჩამოკიდებულები”  ისთ ფოინთის "მწვანე ზონაში" დაისვენებთ, სადაც ბავშვებიც კარგად გაერთობიან.
ასევე როგორც ნინუცამ მოგვწერა, ისთ ფოინთში შესაძლოა მოეწყოს:

  • სტარტაპერების მარკეტი
  • ყვავილების გამოფენა- გაყიდვა.
  • განტვირთვისთვის მუსიკა საუკეთესო საშუალებაა, "მწვანე ზონაში"  ყოველდღიურად DJ დაუკრავს.
  • გაიმართება სხვადასხვა ქართველი არტისტების  გამოფენები
  • ცხელი ზაფხულისგან თავდასაცავად ისთ ფოინთის სახურავზე კი აუზის მოეწყობა. 

იხილეთ პროექტი სრულად ლინკზე:

2.  სანდრო ბუნტური

სანდროს თქმით, ქალაქში უამრავი ადამიანია, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებს ქალაქგარეთ გასვლას და დასვენებას, მისი პროექტით შესაძლებელია ქალაქიდან გაუსვლელად  ის დაუვიწყარი შეგრძნებები, მიიღონ რაც, კარგ დასვენებას ახლავს ხოლმე თან.

პროექტით, ისთ ფოინთში მოეწყობა ტრამპლინი ქვევით ბატუტით, ტრამპლინზე ასული ვიზიტორი მოირგებს ვირტუალურ სათვალეს, რომლითაც მისთვის სასურველ ვირტუალურ რეალობაში აღოჩნდება. "ეს იქნება  თავისუფალი ვარდნა რომელიმე ეგზოტიკური კუნძულზე, რომელზეც დასვენება ბევრის ოცნებაა".


3. გაგა აბუაშვილი
გიგას იდეით  ისთ ფოინთის შადრევანთან  „ზღაპრული დასვენება“ მოეწყობა:
„დავდგამდი  შეზლონგებს  და ქოლგებს. მთელი ქალაქის ტერიტორიაზე  უნდა ჟღერდეს თოლიების და ზღვის მომაჯადოებელი ხმები რათა შეგრძნება უფრო გაუმძაფრდეთ სტუმრებს, ასევე არ დაგვავიწყდეს  ბარი და ცეცხლოვანი ბარმენი.  ხოლო მაღაზიებში შესვლისთანავე ყოველ ადამიანს  შესაძლებლობა ჰქონდეს დააგემოვნოს ტროპიკული ხილის  ნაირსახეობები და მაღაზიის საფირმო კოქტეილები….“  

 

4. ირმა გამჯაშვილი
ირმას გეეგმის თანახმად, ისთ ფოინთს დაამშვენებს ეგზოტიკური კაფეები, პატარა აუზი და წარმოდგენები ყოველ საღამოს. „საუკეთესო სანახაობა იქნება თუ მოვიწვევთ ცეკვავენ ვარსკვლავების მონაწილეებს. ასევე კარგი იქნება პატარა მატარებელი, რომლის მარშრუტი ისთ ფოინთის შემოვლა იქნება“


5. თეაკო ჯინჭარაძე
თეაკომ ისთ ფოინთში დასვენების სივრცე იოგას, ფიტნესის, კულინარიული და საბავშვო ხატვის გაკვეთილების მოწყობით გადაწყვიტა.  „სავარჯიშო დარბაზებიდან  მოწყვეული ინსტრუქტორები, ერთი კვირის განმავლობაში გარკვეულ საათზე ღია ცის ქვეშ ვარჯიშებს ჩაატარებენ. კულინარიული გაკვეთილების დღესაც ანალოგიურად მოხდება, სპეციალურად მოწვეული მზარეულები სხვადასხვა ქვეყნის კულინარიულ დღეებს  მოაწყობენ  ღია ცის ქვეშ“

6. გიორგი ჩალიგავა
გიორგის  პროექტით  ისთ ფოინთის საქანელას  მიმდებარე ტერიტორიზე დიდ საცურაო აუზი მოეწყობა, რომელიც წყლის ატრაქციონებით შეივსება, ზამთარში კი საციგურაო მოედნად გადაიქცევა.

7. ნატუკა გაბუნიას სრული გეგმა:

  • გახდომისა და გარუჯვის მოყვარული დედებისთვის ჩატარდეს იოგის შემსწავლელი ერთჯერადი მასტერკლასი;
  • შადრევანში დამონტაჟდეს გასაბერი ბურთები რაშიც მოთავსდებიან ბავშვები გასაგრილებლად/გასართობად;
  • ბავშვებისათვის ფილმის გმირების კოსტიუმებში გამოწყობილმა ანიმატორებმა იარონ დღის განმავლობაში;
  • ველოსიპედების გაქირავების ადგილი გაკეთდეს;
  • ჰოვერბორდის გაქირავების ადგილი გაკეთდეს;
  • ღია ცის ქვეშ კარაოკე გაკეთდეს ბავშვებისთვის;
  • რამდენიმე დიჯეი შეენაცვლოს ერთმანეთს დღის განმავლობაში.

8. ეთო ჯავახაძე
ეთოს ისთ ფოინთი:  „ისთ ფოინთში შესვლისთანავე  ზაფულისთვის დამხასითებელი ენერგია უნდა იგრძნობოდეს, გარშემო აუზებითა (თუნდაც გასაბერი :) და შესაბამისი მუსიკით, ბევრი ატრაქციონით, კაფე-ბარებით და რესტორნებით, რომელშიც მსოფლიოს გამორჩეული ქვეყნების სამზარეულოთი მოგვემსახურებიან და თავს იმ ქვეყანაში ამოვყობთ, რომელი ქვეყნის სამზარელოთი და კულტურითაც დავინტერესდებით“

9. სალომე ტორაძე
სალომემ ისთ ფოინთში რეკრეაციული ზონის მოწყობა გადაწყვიტა, სადაც ჰამაკები და ბავშთა სათამაშო მოედნები და მოსასვენებელი სივრცეები მოეწყობა, რეკრეაციულ ზონაში შშმ ბავშვებისთვისაც შესაბამისი გასართობი ატრაქციონები დამონტაჟება.

10. მარუსა თოხაძე

მარუსას სიზმარი ისთ ფონთზე: 
„კლუბური მუსიკა და ჰავაი...საუკეთესო საზაფხულო ნატვრა,ალბათ,ოიჰ...

ჰამაკები,პალმები,ელექტრონული მუსიკა(სასურველია ჰავაის ჰანგებით), ჰავაური ტიკი მონუმენტები. ოდნავ საშიში და სარკასტული,დაკიდული ყვავილების სურნელი,ფერადი ნათურები და გირლიანდები.მეც იქვე ვიქანავებ ჰამაკში,კოქტეილთან წრუპვაწრუპვით პალმის რტოს ნიავის სიგრილით ვტკბები,თან ხელში მიჭირავს რაღაც გათამაშების ბილეთი. ხოდა უცებ ზურგზე ვიღაც მოსალმების ნიშნად მეხება,დროა შემოვბრუნდე.არადა არ მინდა.თითქოს ოკეანეც და იქ ვიყავი,ჰავაიში...ვინაა? ალბათ ვინმე უმნიშვნელო ნაცნობია,ვერ გაუგია სად არის და უაზრო კითხვებს დამისვამს.ვბრუნდები და აი ის გოგონა მიღიმის და ერთერთ მაღაზიის საინტერესო შეთავაზებას მთავაზობს.   მადლობა გადავუხადე,ცოტა კიდევ ვიქანავე და შენობაში შევედი, საშოპინგოდ.

იმდენი კაი რამე ჩამოვიცვი, იქედან რომ გამოვედი  ყვავილებიანი პერანგი მეცვა, აი ზუსტად ჰავაური...ისევ იმ ჰამაკში დავბრუნდი, თან რა დამთხვევაა ცარიელი იყო. ისევ ხალხმრავლობა, ბევრი ბავშვები და ნეონის ფერები.უკვე ღამე იყო და დეკორაცია ნეონის ფრად ანათებდა,პალმები და ჰავაური ტიკი სკულპტურები.(მემგონი პიცრისგან გამოეჭრათ,მაგრამ მაინც არაუშავდა საინსპირაციოდ) ლაზერები და უფრო აჩქარებული მუსიკა,ეტყობოდა გვიანობამდე გაგრძელდებოდა ივენთი.ირგვლივ უამრავი სათამაშო,სადღაც -სადღაც სილებსაც მოვკარი თვალი,ბავშვები აღარ მიდიოდნენ,პირამიდებს აგებდნენ.მაგრამ პინგ-პონგითაც გაერთობოდა ზრდასრული.თითქმის ყველა ცეკვავდა,და მეც მათ შორის.მოკლედ საოცარი საღამო გამოვიდა. ის ფერადი გირლიანდები და  დაკიდული ყავავილები კიდევ მახსოვს...“


 


თუ თქვენც მსგავს დასვენებას ისურვებდით ისთ ფოინთში, მხარი დაუჭირე შესაბამის იდეას ჩვენს facebook გვერდზე. 

10 ივლისს გამოვლინდება ორი გამარჯვებული ერთი ხალხის რჩეული (ალბომიდან:კონკურსი #დასივენეისთფოინთში ) და მეორე ისთ ფოინთის მერის თეონა ჩიხლაძის ფავორიტი პროექტი.  გამარჯვებულებს Gem fest-ზე წასასვლელი 2 მულტი პასი გადაეცემა. 

წარმატებებს ვუსურვებთ კონკურსანტებს!

 

  • გაზიარება:
  • Facebook share icon
  • Twitter share icon