სამუშაო საათები

ჩაერთე კონკურსში და მოიფიქრე საუკეთესო დასვენების სივრცე ისთ ფოინთში

გამოგვიგზავნე შენი პროექტი როგორ დასვენებას ისურვებდი ისთ ფოინთში! 
საუკეთესო იდეის ავტორს GEM fest-ის ორი მულტი პასი გადაეცემა, ხოლო მისი პროექტის მიხედვით ისთ ფოინთში დასვენების სივრცე მოეწყობა.

პროექტის შექმნა მარტივია, გამოაგზავნე: 

  • 100 სიტყვიანი მოკლე აღწერა 
  • ფოტო-მონტაჟი, იხილეთ მაგალითი: 

     

მაშ ასე მოემზადეთ და დეტალურად გაეცანით პროექტის პირობებს:

  1. მოიფიქრე თუ როგორი იქნებოდა შენთვის სასურველი დასვენება ისთ ფოინთში და გამოაგზავნე პროექტის სახით მისამართზე: daisvene@eastpoint.ge;

  2. საუკეთესო იდეები აიტვირთება ჩვენს Facebook გვერდზე და გამოვლინდება ორი გამარჯვებული, ერთი ხალხის რჩეული და მეორე ისთ ფოინთის მერის ფავორიტი პროექტი;

  3. გამარჯვებულებს გადაეცემათ Gem fest-ის 2 მულტი პასი (14 ივლისი -14 აგვისტო);

  4. კონკურსში პროეტქის მიღების ბოლო ვადაა: 4 ივლისი 23 სთ-მდე;

  5. გამარჯვებული გამოვლინდება 10 ივლისს;

  6. პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს: ფოტოზე ასახული შესაბამისი მაგალითებით/Reference  (png gif jpg jpeg ფორმატი) და მაქსიმუმ 100 სიტყვიანი აღწერით (Word-ის ფაილის სახით, doc docx ფორმატი ).

  7. ერთ მონაწილეს მხოლოდ ერთხელ შუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება.

  8. კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია 18 წლის ასაკის ზემოთ. მონაწილეს კონკურსის პერიოდში უნდა ქონდეს მოქმედი Facebook გვერდი და ქონდეს East Point-ის Facebook გვერდი მოწონებული.

  9. გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა და მისი მონაცემები შეესაბამებოდეს მის Facebook პროფაილს.


გისურვებთ წარმატებებს!

  • გაზიარება:
  • Facebook share icon
  • Twitter share icon