სამუშაო საათები

Halloween და გოგრების ფესტივალი ფოკუს მოკუსში

31 ოქტომბერს, ისთ ფოინთში მხიარული Halloween და "გოგრების ფესტივალი" გაიმართა. 

ამ დღეს უამრავი საინტერესო კოსტუმში გამოწყობილი სტუმარი გვესტუმრა, მათ შორის ისთ ფოინთის მერი თეონა ჩიხლაძე  რომელიც  "Corpse Bride" - ფორმით გამოცხადდა.   

"გოგრების ფესტივალზე" კი ფოკუს მოკუსის სცენა სხვადასხვანაირი გაფორემბული გოგრებით აივსო, ყველაზე საუკეთესოს ავტორი სტუმრებთან ერთად ჩვენმა გმირებმა გამოვლინეს და ფოკუს მოკუსის სასაჩუქრე ბარათი გადასცეს, ხოლო Halloween-ის კოსტუმში გამოწყობილი სტუმრები ბევრი ტკბილეულით დასაჩუქრდნენ, ასევე ყველა სტუმარმა ფოკუს მოკუსის ბარათზე დარიცხული თანხის 50% საჩუქრად მიიღო!

მთელი დღის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა თამაშები და შეჯიბრებები, ბოლოს კი ჩვენი გმირები, მოსულ სტუმრებს, მომავალ ღონისძიებამდე დაემშვიდობნენ.
 

  • გაზიარება:
  • Facebook share icon
  • Twitter share icon