სამუშაო საათები
რუკა
your browser doesn't support svg

Focus Mokus

ფოკუს მოკუსი ყველაზე დიდი გასართობი ცენტრია საქართველოში, რომელიც ისთ ფოინთის -1 სართულზე მდებარეობს. ატრაქციონების ფართო არჩევანი გართობის მსურველ ყველა თაობის ადამიანის გემოვნებას მოერგება.

ფოკუს მოკუსში 15 ძირითადი, ექსტრემალური ატრაქციონის გარდა, 60-ზე მეტი ვიდეო თამაშების აპარატია, სადაც უბრალოდ გართობის გარდა, ბონუს აპარატებზე ბილეთების მოგებაც შეგიძლიათ, რომლებიც გარკვეულ საჩუქრებზე იცვლება. სანამ ბავშვები ატრაქციონებზე ერთობიან, უფროსები თემატურ რესტორანს შეგიძლიათ ეწვიოთ. ფოკუს მოკუსში დაბადების დღეებიის და წვეულებებისთვის რამდენიმე სივრცეა მოწყობილი. ანიმატორები მრავალფეროვან პროგრამებს შესთავაზებენ იუბილარს და მის სტუმრებს, სპეციალურ, მოკაზმულ სცენაზე, სახალისო დადგმებს გაითამაშებენ.

ფოკუს მოკუსი შექმნილია ცირკის თემატიკაზე და მოწყობილია შესაბამისი შთაბეჭდილებების შესაქმნელად. ატრაქციონების არჩევანი იმდენად ფართოა, რომ სასურველის შერჩევა ყველასთვის მარტივია. აქაური ძირითადი ატრაქციონები, “Max Flight”, “Drop Tower”, ‘Typhoon”, “Magic Mountains”. “7D games” - სიახლეა გართობის ქართულ ბაზარზე, რაც ფოკუს მოკუსს ლიდერ პოზიციას ანიჭებს და სტუმრებისთვის დროის ხალისიანად გატარების საუკეთესო ადგილად აქცევს.


ფოკუს მოკუსის მიერ შემოთავაზებულმა კონცეფციამ საერთაშორისო აღიარება ჰპოვა და 2016 წლის 3 მარტს გამართულ - Golden Pony-ს ცერემონიაზე  საოჯახო გართობის კატეგორიაში პრიზიც მიიღო.
Golden Pony-ის აღიარება მნიშვნელოვანია, როგორც ფოკუს მოკუსისთვის, ისე საქართველოს გართობის ბიზნესისთვის. ასეთი დონის ჯილდო ხაზს უსვამს, თუ რამდენად სწორი ნაბიჯები იქნა გადადგმული ქვეყანაში გართობის ბიზნესის განვითარებისთვის. აღნიშნული საერთაშორისო აღიარება, ხელს შეუწყობს ქართული გართობის ინდუსტრიის წინსვლას და მის ღირსეულად წარდგენას საერთაშორისო ასპარეზზე. იმის გათვალისწინებით, რომ ფოკუს მოკუსი თანამედროვე სტანდარტების მიხედვითაა შექმნილი და მისი თანამშრომლები მაღალი დონის სერვისს სთავაზობენ სტუმრებს, გასართობი ცენტრი ადგილობრივი მოსახლეობის გარდა ქვეყნის სტუმრებისთვისაც ძალიან მიმზიდველი ადგილია. აქ, ნებისმიერი სასიამოვნოდ გაოცება ატრაქციონების დიდი არჩევანით, სიურპრიზებით, სახალისო წარმოდგენებითა და დაუვიწყარი წვეულებებით.


დეტალური ინფორმაცია ფოკუს მოკუსის ტარიფებისა და პეკეტების შესახებ:

სამუშაო საათები

  • Phone icon +995 555 07 55 55
  • Globe icon focusmocus.ge
  • Categories icon გართობა
  • Clock icon 11:00 - 22:00
  • Floor icon -1 სართული

ღონისძიებები

მოგზაურობა საქართველოში - Travel in Georgia
🇬🇪 ჩვენმა გმირებმა მთელი მსოფლიო მოიარეს, მაგრამ საქართველოში ჯერ არ უმოგზაურიათ, ამიტომ ამ შაბათ-კვ
Facebook icon გაიგე მეტი
ფოკუს მოკუსის მოგზაურობა საქართველოში - Travel in Georgia
🇬🇪 ჩვენმა გმირებმა მთელი მსოფლიო მოიარეს, მაგრამ საქართველოში ჯერ არ უმოგზაურიათ, ამიტომ ამ შაბათ-კვ
Facebook icon გაიგე მეტი
Travel to Israel - მოგზაურობა ისრაელში
🎪 ამ შაბათ-კვირას დიდი წარსულისა და ისტორიის მქონე ქვეყანაში ისრეალში ვიმოგზაურებთ.
Facebook icon გაიგე მეტი
Travel to Iran - მოგზაურობა ირანში
🎪 ალბათ თქვენც ბევრი გსმენიათ ირანის შესახებ, მისტერ ფოკუს მოკუსმა და ჩვენმა გმირებმა ამ შაბათ-კვ
Facebook icon გაიგე მეტი
Family Day at Focus Mokus - ოჯახის დღე ფოკუს მოკუსში
👨‍👨‍👧 15 მაისს, ოჯახის დღეა და მთელი ოჯახით ფოკუს მოკუსში გეპატიჟებით, სადაც მისტერ ფოკუს მოკუსის
Facebook icon გაიგე მეტი

სიახლეები