სამუშაო საათები
რუკა
your browser doesn't support svg

Laser Combat

ლეიზერ კომბატი ცნობილი ვიდეო თამაშის, ქაუნთერ სტრაიკისა და "ინოვაციური ომობანას" ლაზერული ბრძოლების კომბინირებული ვერსიაა.

ლეიზერ კომბატში გუნდები ეჯიბრებიან ერთმანეთს სპეციალური აღჭურვილობით, რომლებიც შედგება ლაზერის მტყორცნი ავტომატებისა და მათი სიგნალის მიმღები ჟილეტებისაგან, რომლებიც სხეულის ზუსტად იმ წერტილში გიტოვებენ ვიბრაციის შეგრძნებას, სადაც ლაზერი მოგხვდებათ.

მოთამაშეებს იარაღზე დამონტაჟებული პატარა ეკრანის საშუალებით, შეუძლიათ აკონტროლონ საკუთარი სიცოცხლე და ტყვიების რაოდენობა. თამაშის შინაარსები ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგრამ უცვლელი რჩება ყოველთვის ერთი რეალობა, რომ ყოველი თამაშის შემდეგ, მომხმარებელი ადრენალინის მოჭარბებას განიცდის სხეულში და ენდორფინებით სავსეა მისი ორგანიზმი. 
 

არენის დაჯავშნა 30 წუთით:
 

  • ორშაბათიდან - პარასკევამდე: 14:00-დან 18:00 საათამდე - ერთი მონაწილე 12 ლარი.
  • ორშაბათიდან - ხუთშაბათამდე: 18:00-დან 02:00 საათამდე - ერთი მონაწილე 15 ლარი.
  • პარასკევს 18:00 საათიდან - კვირის ჩათვლით -  ერთი მონაწილე 15 ლარი.


ლაზერ კომბატი მდებარეობს ისთ ფოინთის ქვედა პარკინგის მიმდებარე ტერიტორიაზე.