ისთ ფოინთის და დათუნა სულიკაშვილის ახალი ჩანთა - "შეხედე რა ზღვაა"

საზაფხულო ჩანთები, რომელიც სპეციალურად “ისთ ფოინთისთვის” იქმნება, უკვე დიდი ხანია ჩვენი სავიზიტო ბარათია. 

ისთ ფოინთის დაარსების დღიდან არაერთ წარმატებულ დიზაინერთან ვთანამშრომლობთ, წელს დათუნა სულიკაშვილთან ერთად ლამაზესი, მარგალიტებით ამოქარგული ჩანთა შევქმენით - “შეხედე რა ზღვაა“, რომელიც საზღვაო კურორტებზეც და ყოველდღიურადაც თქვენი განუყრელი აქსესუარი გახდება.

 

როგორ მიიღოთ ჩანთა?

17 ივნისიდან ერთი თვის განმავლობაში შეიძინეთ ისთ ფოინთის 200 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი ისთ ფოინთის საინფორმაციო ცენტრში და მიიღეთ დათუნა სულიკაშვილის მიერ შექმნილი ჩანთა საჩუქრად! 

 

ნახეთ როგორ იქმნებოდა ისთ ფოინთის ჩანთები:

 

ჩანთა #1 ჩუბიკა - „ანგელოზები“

Image may contain: 1 person, standing and text

2015 წელს ისთ ფოინთი გაიხსნა... გახსნის დღიდანვე ჩანთები ჩვენი სავიზიტო ბარათი გახდა, პირველად ჩანთების კოლაბორაცია დიზაინერ ჩუბიკასთან ერთად დავიწყეთ. ერთობლივი პროექტის ფარგლებში ულამაზესი ჩანთა შევქმენით და ისთ ფოინთის გახსნის დღეს ჩუბიკას ანგელოზებიანი ჩანთებით მოვიწვიეთ სტუმრები ....

 

ჩანთა #2 ანოუკი - „ყველა ზაფხულს თავისი ისტორია აქვს“

Image may contain: 1 person

ალბათ გახსოვთ ჩვენი კოლაბორაცია დიზაინერ ანუკი არეშიძესთან, რომელმაც ჩანთის ვიზუალზე თავისივე ლოგო ისთ ფოინთის ფერებში გამოიყენა ... „ყველა ზაფხულს თავისი ისტორია აქვს„ საზაფხულო კამპანია, რომელშიც თითქმის მთელი თბილისი ჩაერთო. ისთ ფოინთის სტუმრებს, შოპინგის სანაცვლოდ ჩანთა საჩუქრად გადეცემოდათ, გათამაშებაში გამარჯვებულს კი მიკონოსზე დასვენება ელოდა.

 

ჩანთა #3 გიორგი ქებურია  - George Keburia for East Point 

Image may contain: 1 person, text

რა თქმა უნდა ჩვენი დიზაინერებთან თანამშრომლობა გიორგი ქებურიას გარეშე არ ჩაივლიდა.  გიორგიმ სპეციალურად ისთ ფოინთისთვის მისივე კოლექციაზე მორგებული ჩანთა შექმნა. საზაფხულო ჩანთა, ჩვენს სტუმრებს საჩუქრად გადაეცემოდათ, რომელიც გათამაშების ერთგვარი ბილეთი იყო. მთავარი გამარჯვებულისთვის გიორგი ქებურიამ სტილი შექმნა და მასთან ერთად უფასოდ იშოპინგა...

 

ჩანთა #4 - დათუნა სულიკაშვილი შეხედე რა ზღვაა“,

Image may contain: 1 person, standing and text

2019 წლის სეზონზე ცნობილ და წარმატებულ დიზაინერ დათუნა სულიკაშვილთან ერთად ისთ ფოინთი წარმოგიდგენთ საზაფხულო ჩანთას „შეხედე რა ზღვაა“, რომელიც საზღვაო კურორტებზეც და ყოველდღიურადაც თქვენი განუყრელი აქსესუარი გახდება.

 

  • გაზიარება:
  • Facebook share icon
  • Twitter share icon
გამოწერა
დაგვიტოვე შენი ელ ფოსტა და გაიგე პირველმა ჩვენს ფასდაკლებებზე, ღონისძიებებზე და გართობაზე. ასევე მიიღე რჩევები შოპინგზე, მოდაზე და სხვა სიახლეებზე.
დიდი მადლობა, ელფოსტა მიღებულია