გათამაშება #ქალაქობანა დაიწყო - მოიწყე ევროპული არდადეგები

 

შოპინგის გართობისა და დასვენების ქალაქ ისთ ფოინთში ტრადიციული, საგაზაფხულო გათამაშება #ქალაქობანა დაიწყო!

 

მოიწყე ევროპული არდადეგები პარიზში, რომში, ბარსელონასა და ამსტერდამში! ამისთვის კი 11 მარტიდან 14 აპრილამდე იშოპინგე ისთ ფოინთის ნებისმიერ ობიექტში, გადაცვალე 50 ლარიანი ქვითარი გათამაშების ბილეთში, გათამაშებისას უპასუხე ვიქტორინის შეკითხვას და გახდი გამარჯვებული.

თამაშდება 50 ორკაციანი საგზური, პარიზში რომში, ბარსელონასა და ამსტერდამში!

გათამაშება გაიმართება 14 აპრილს ისთ ფოინთში!

 

გათამაშების წესები:

  • შეიძინე სასურველი პროდუქცია ისთ ფოინთის ნებისმიერ ობიექტში
  • გადაცვალე ქვითარი ბილეთში ისთ ფოინთის საინფორმაციოში
  • გადაცვალე ქვითარი ბილეთში ქვითრის გამოწერის დღეს
  • სამუშაო დღეებში ყოველ 50 ლარიან ქვითარზე გაიცემა გათამაშების 2 ბილეთი, შაბათ-კვირას კი 1 ბილეთი
  • შეავსე ბილეთი პირადი მონაცემებით, რომელთა გაცემაზე პრეტენზია არ გაქვს და აძლევ ისთ ფოინთს მათი გამოყენების უფლებას
  • მოათავსე ბილეთის ერთი ნაწილი დოლურაში, მეორე კი – შეინახე
  • გათამაშებისას უპასუხე ვიქტორინის შეკითხვას და მოიგე პარიზის, ამსტერდამის, ბარსელონას ან რომის ორკაციანი საგზურიდან ერთ-ერთი
  • ბილეთის დაკარგვის ან არ წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებული პრიზს ვერ მიიღებს
  • ქვითრით შესაძლებელია პროდუქციის გადაცვლა, დაბრუნება – შეუძლებელია
  • ისთ ფოინთში მდებარე ობიექტის არცერთ თანამშრომელს არ აქვს გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება.

 

გათამაშების პარტნიორი და ოფიცაილური გადამყვანია Turkish Airlines. 

 

გამარჯვებულებმა გთხოვთ გაითვლისწინოთ ქვემოთ მითითებული წესები და პირობები:

ავიაკომპანიისთვის ისთ ფოინთის მხრიდან მგზავრების პირადი მონაცემების მოწოდების ბოლო ვადაა: 16.04.2019;

ტურები ხორციელდება ქალაქებში: პარიზი, ამსტერდამი, რომი, ბარსელონა (3 ღამე 4 დღე)

სამოგზაურო ვაუჩერი მოიცავს:

  • 2 ავიაბილეთს (8 კგ ხელბარგი, 30 კგ ჩასაბარებელი ბარგი, კვება)
  • 2 ადამიანის სასტუმროში განთავსებას
  • სამოგზაურო ვაუჩერი არ მოიცავს ტრანსფერს.

 

გისურვებთ წარმატებებს!

  • გაზიარება:
  • Facebook share icon
  • Twitter share icon
გამოწერა
დაგვიტოვე შენი ელ ფოსტა და გაიგე პირველმა ჩვენს ფასდაკლებებზე, ღონისძიებებზე და გართობაზე. ასევე მიიღე რჩევები შოპინგზე, მოდაზე და სხვა სიახლეებზე.
დიდი მადლობა, ელფოსტა მიღებულია