ისთ ფოინთში ავეჯის ყველაზე დიდი ჰაბი გაიხსნა.

1 სექტემბერს ისთ ფოინთში საქართველოში ყველაზე დიდი ავეჯის ჰაბი გაიხსნა, რომელიც განთავსებულია ისთ ფოინთის ქვედა პარკინგის მიმდებარედ, 5000 მ2 ფართობზე, შესაბამისად, ყველას, ვისაც ავეჯის შეძენა სურს, ამიერიდან საშუალება აქვს, სასურველი ნივთები ერთ სივრცეში შეიძინოს - იქ, სადაც ყველაზე დიდი არჩევანია.

ავეჯის ჰაბში განთავსებულია ბრენდები: Comforter, Mobler, EnzaHome, Marco, New Light, Forum.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ავეჯის ყველაზე დიდი ჰაბის გახსნით ისთ ფოინთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი გახდა საქართველოში.

გახსნის ცერემონიაზე მომხმარებელს საშუალება ჰქონდა  40%-მდე ფასდაკლებით ესარგებლა, ხოლო პირველმა 100 მყიდველმა განსაკუთრებული საჩუქარები მიიღო ავეჯის მაღაზიებისგან.

გახსნის ღონისძიებაზე სტუმრებს ასევე მხიარული და სასიამოვნო გარემო დახვდათ.  საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ ფოტოსტენდით, რომელიც ადამიანის ერთ სივრცეში ფრენის ილუზიას ქმნის, ილუზიების ოთახით, გრანდიოზული ლოგინი-ბატუტითა და ფერადი ბალიშებით. ღონისძიებას კოსტიუმირებული აკრობატებიც ახალისებდნენ.

დღის განმავლობაში გაიმართა რამდენიმე გათამაშება. გამარჯვებულები, ღონისძიების წამყვანმა ბახვა ბრეგვაძემ დაასაჩუქრა.

გახსნის ღონისძიება ბენდ Sound Lab-ის კონცერტით დასრულდა.

 

  • გაზიარება:
  • Facebook share icon
  • Twitter share icon
გამოწერა
დაგვიტოვე შენი ელ ფოსტა და გაიგე პირველმა ჩვენს ფასდაკლებებზე, ღონისძიებებზე და გართობაზე. ასევე მიიღე რჩევები შოპინგზე, მოდაზე და სხვა სიახლეებზე.
დიდი მადლობა, ელფოსტა მიღებულია