ბლოგი

ქალების თვე

2 მარტი, 2019

 

გაზაფხული აყვავებული ხეების, მზიანი დღეების, სასიამოვნო სურნელის გარდა, სიყვარულის სეზონიც არის. მოზღვავებული დოპამინის ფონზე, განსაკუთრებული სურვილი გვაქვს გვიყვარდეს, კარგად გამოვიყურებოდეთ და მიმზიდველები ვიყოთ. ქალებს კი სიხარულისა და ამაღლებული განწყობისათვის  კიდევ ერთი, უფრო სწორად, ორი განსაკუთრებული მიზეზი აქვთ. გაზაფხულის პირველი თვე ხომ ფაქტობრივად მათია.

 

მარტი ქალების თვეა 

 

ჩვენს ქვეყანაში მარტის დასაწყისში, როგორც ბევრი საზეიმო დღე, ქალებისადმი მიძღვნილი დღეც ორია  - 3 და 8 მარტი. დედის დღე პირველად 1991 წლის 3 მარტს აღინიშნა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით და დღემდე უქმე დღედ არის გამოცხადებული. ქალთა საერთაშორისო დღე კი პირველად 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში  ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ აღნიშნა. წლების შემდეგ კი, მას მერე, რაც 1975 წელს გაერომაც ოფიციალურად აღიარა ეს დღე, 8 მარტის აღნიშვნა ტრადიციად იქცა.

მადაგასკარში ქალები ნაციონალურ სამოსში გამოწყობილები, ქუჩაში  ცეკვით და სიმღერით აღნიშნავენ თავიანთ დღეს. ამერიკაში მარტი აღიარებულია, როგორც “ქალთა ისტორიის” თვე და ხშირად ტარდება საპროტესტო აქციები, იფინება ინსტალაციები ქალთა უფლებების დაცვის თემატიკით. ჩინეთში 7 მარტს გოგონების დღეს ზეიმობენ, მომდევნო დღეს კი - ქალთა დღეს, 8 მარტს. სიყვარული ყვავილების გარეშე არ არსებობს. იტალიაში ქალთა დღე მიმოზასთან ასოცირდება, რომელსაც მამაკაცები საყვარელ ქალს ჩუქნიან.

ჩვენთან ქალების თვე იასამნისფერს უკავშირდება. თვის დასაწყისიდან ყველა ქუჩის კუთხეში ყოჩივარდებს და იებს ყიდიან, მათ გვერდს გულგრილად ვერავინ უვლის, სწორედ ამიტომ, იტალიის არ იყოს, ჩვენც თამამად შეგვიძლია იებისა და ყოჩივარდების მიძღვნა  ამ დღესასწაულების ასოციაციად ან სულაც ტრადიციად მოვიხსენიოთ.

 

მარტის ტენდენციები, ანუ რას ველოდოთ გაზაფხულზე ბრენდებისგან

 

სხვათა შორის, რაც შეეხება იასამნისფერს, მისი სხვადასხვა ვარიაცია  წლის ორი კინომოვლენის - Golden Globe-ის და ოსკარების დაჯილდოების ცერემონიებზე წამყვანი ტრენდი იყო. ამისათვის ლედი გაგას ვალენტინოს პრინცესული  და  შარლიზ ტერონის Dior-ის ზურგმოხდილი კაბებისა და სხვადასხვა ტონალობის ვარდისფერში შემოსილი კინოვარსკვლავების გახსენებაც კმარა. და კიდევ ერთი ყვავილი და შესაბამისად, ფერიც გაგვახსენდა - კესანისფერი.

 

 

 

ასე რომ, სანამ ისთ ფოინთში შოპინგს შეუდგებოდეთ, გაიხსენეთ, რომ ეს ფერები, ოსკარების ცერემონია სულაც რომ არ გვეხსენებინა, განსაკუთრებით უხდება გაზაფხულს, თანაც ამ ტრენდის სიჭარბეს დასვენების და გართობის ქალაქშიც შენიშნავთ. გვერდს ნუ აუვლით MANGO-ს, სადაც იისფერი და ვარდისფერი კომბინაციით ულამაზესი კაბების არჩევას შეძლებთ, როგორც ყოველდღიურ, ე.წ. Casual სტილში, ასევე გამოსასვლელ, აბრეშუმის ბაფთით შესაკვრელ საღამოს კაბებსაც აღმოაჩენთ.

 

 

არც შესაფერისი ფეხსაცმლის პოვნა გაგიჭირდებათ, თუ CHARLES&KEITH-ს ესტუმრებით. აქ მაღალქუსლიანი, მოხდენილი ფეხსაცმლის გარდა, თვლებით მორთულ ატლასის დაბალძირიან საგაზაფხულო/საზაფხულო სეზონის ღია ფეხსაცმელების არჩევანიც დაგხვდებათ.

 

შეამჩნევდით, რომ წელს კვლავაც აქტუალურია სამოსი აბსტრაქტული გამოსახულებებით, ამ ტრენდის მოყვარულები STRADIVARIUS-ს უნდა ესტუმროთ. მოგეხსენებათ, ღილებით გაწყობილი პიჯაკები და ყვავილებით გაფორმებული კაბები კვლავაც Bucket list-ის სათავეშია, და თუ თქვენთვისაც  თანაბრად მნიშვნელოვანია ხარისხი და გემოვნება, MASSIMO DUTTI-ის მაღაზია უკონკურენტოა. შეეგებეთ გაზაფხულს ფერადი აქსესუარებით -  ფრანგული ბრენდი PARFOIS ახალი კოლექციით და ულამაზესი ფერებით დაგახვევთ თავბრუს.

 

 

 

რჩევები საჩუქრების შერჩევისას 

 

თუ წიგნებს თქვენი საყვარელი ქალისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს,  “ბიბლუსს” ეწვიეთ. “მზე, მთვარე და პურის ყანა” - ამბავი კაცზე, რომელსაც მანუშაკა ელოდება, წლის ბესტსელერია - თემურ ბაბლუანის ავტორობით. ან იქნებ დებიუტანტების გაცნობა გსურთ, მაშინ... ამ კუთხით უალტერნატივოა ზურაბ ჯიშკარიანის - “საღეჭი განთიადები: უშაქროდ”. თუ ირეალური და რეალური სამყაროს საინტერესო თანხვედრა და მაგიური რეალიზმი გხიბლავთ, შეიძინეთ სალმან რუშდის “ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე”, ანუ “ათას ერთი ღამე” რუშდისეულად.

 

 

 

დამეთანხმებით, რომ სათვალე ყველა ქალბატონისთვის განუყრელი აქსესუარია. მსოფლიო ბრენდების მზის და ოპტიკური ჩარჩოების ფართო არჩევანს მაღაზია “რონიკო” წარმოადგენს. თანამედროვე სტილის მოყვარული დედისთვის შეგიძლიათ მუდმივად სასურველ, ყოველთვის მოდურ Ray-Ban-ს ანდოთ ხარისხიც და სილამაზეც.

 

 

 

ვფიქრობთ, მთავარია, იცოდეთ ფერი და ზომა, სასურველ ჩანთას კი აუცილებლად შეარჩევთ GEPHERRINI-ში. ქართული ბრენდი არა მარტო საქართველოში, არამედ საფრანგეთსა და ამერიკაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და დარწმუნებულები ვართ, ქალთა დღის აღსანიშნავად პარიზშიც და ნიუ-იორკშიც უამრავი ჩანთა შეიფუთება სასაჩუქრედ.

 

 

 

სურნელოვანი სასაჩუქრე ნაკრებებით ყოველთვის გამოირჩევა ფრანგული ბრენდი Yves Rocher. ასაკთან ლამაზად ბრძოლისას შეუცვლელია - SERUM VEGETAL-ის ასაკსაწინააღმდეგო სახის მოვლის საუკეთესო სერია.

 

 

აბაზანის გელები, ლოსიონები, კრემები, სახის კანის და თმის მოვლის პროდუქტებით დაკომპლექტებული ყუთი, თან ფასდაკლებით, დედის გულის ვარდად წარმოგაჩენთ.

 

 

 

თუ ადრესატი უახლოეს მომავალში მოგზაურობას გეგმავს, იტალიური ბრენდის - Mywalit-ის ნატურალური ტყავისგან დამზადებული ფერადი საფულეები, საპასპორტე-საბარათეები ნამდვილად პრაქტიკული, თან სასიამოვნო საჩუქარია. ნივთებს, რომლებიც აუცილებლად თან უნდა ჰქონდეს, ერთ აქსესუარში მოათავსებს, რადგან კოლექციის უმრავლესობა მულტიფუნქციური პროდუქციით არის წარმოდგენილი.

 

 

 

გახადეთ მისი ყოველდღიურობა მარტივი, კომფორტული და სასიამოვნო. თუ სამზარეულოში ტრიალი და კერძების მომზადება, ტკბილეულის გამოცხობა მისი ჰობია, გაზქურას ხელმისაწვდომ ფასად BEKO-ში შეიძენთ. დიასახლისები ყოველთვის ზრუნავენ ჩვენს ჯანსაღ კვებაზე - EverFresh + ტექნოლოგიით აღჭურვილი მაცივარი ბოსტნეულს 30 დღის განმავლობაში უნარჩუნებს პირვანდელ გემოს და ვიტამინებს. ან იქნებ ჭურჭლის ნებისმიერი რაოდენობის ამტანი, სუპერ სარეცხი მანქანა უსახსოვროთ?!

 

8 მარტისთვის ისთ ფოინთი საჩუქარს გიმზადებთ ყველა ვიზიტორს -  გართობის და დასვენების ქალაქში, GIFT CARD-ის შეძენის შემთხვევაში,  ულამაზესი სასაჩუქრე ქისა გადმოგეცემათ. 

 

 

და ბოლოს განყწობისთვის

თუ ეპოქალურ სერიალს, BIG LITTLE LIES-ს არ უყურებთ, გირჩევთ, აუცილებლად გამონახოთ სულ რამდენიმე ან სულაც ერთი საღამო და საოცარი მსახიობებით დაკომპლექტებულ გუნდს და ყველაზე გულწრფელი, ძლიერი, ერთმანეთთან უხილავი ძაფებით დაკავშირებული ქალების ისტორიას მიადევნოთ თვალი. მანამდე კი სერიალის - ინტროს საუნდტრეკს დაგიტოვებთ, რომელიც კალიფორნიის ქალაქ მონტერეის ულამაზეს ხედებს წარმოგადგენინებთ. მისი წარმოდგენა კი ქალების დღესასწაულისთვის სპეციალურად მორთულ ისთ ფოინთში არ გაგიჭირდებათ.

 

 

გამოწერა
დაგვიტოვე შენი ელ ფოსტა და გაიგე პირველმა ჩვენს ფასდაკლებებზე, ღონისძიებებზე და გართობაზე. ასევე მიიღე რჩევები შოპინგზე, მოდაზე და სხვა სიახლეებზე.
დიდი მადლობა, ელფოსტა მიღებულია