ბლოგი

ზაფხულის ზღაპრის მოლოდინში

1 მაისი, 2019

დედოფალი ამიტისი მთებში გაიზარდა, სიმწვანეს, ხეებს და ყვავილებს შეჩვეული, ბაბილონში უსიცოცხლოდ გრძნობდა თავს, ნაბუქოდონოსორმა მისი მოწყენა არ დაუშვა და პირამიდის ფორმის უზარმაზარი ნაგებობა დაკიდული ბაღებით მორთო, ორ ათასწლეულს გაუძლო მსოფლიო ამ საოცრებამ.

 

 

ცნობილი ისტორია უბრალოდ არ გაგვხსენებია - შოპინგის, გართობის და დასვენების ქალაქ ისთ ფოინთის ამოსასვლელი ისე გავამწვანეთ, ავაყვავილეთ და გავფურჩქნეთ, რომ დაკიდული ბაღების ასოციცია თქვენც ჩვენსავით გაგიჩნდებათ.

 

ყვავილები თქვენი ტანსაცმლის კარადაში

 

H&M-ის 2019 წლის გაზაფხულის კოლექციაც ამ ულამაზესი თემატიკით არის წარმოდგენილი - კოლექცია, რომელმაც გაზაფხული ნამდვილად მოიყვანა. კომპანია სამოსის შესაქმნელად გადამუშავებულ პოლიესტერს იყენებს (აღნიშნული კოლექციისთვისაც), რომელიც PET-ის ბოთლებისგან მიიღება, 2030 წლიდან კი H&M გეგმავს ყველა სამოსი გადამუშავებული ან მდგრადი წყაროებისგან შექმნას. პასტელის ფერებით და ყვავილების პრინტით შექმნილი ულამაზესი კაბები, ტოპები და დაწნული ჩანთები ზაფხულის მოლოდინს ერთი ორად გაგიმძაფრებთ. ქვედაბოლოები 50 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ, ამავე ფასად შეიძენთ ღია ფეხსაცმელებს შესაფერისი პრინტით. არ დაგავიწყდეთ შეიაროთ New Yorker-ში, სადაც ფერადი საგაზაფხულო ტოპები 15 ლარი ღირს, თეთრი, მაქმანებიანი, მხრებზე გადასული კაბა-შარვალი კი 17 ლარი.

 

 

თბილი ამინდებისთვის შესაფერისი ამბებიც გვაქვს: AlterSock-ის მე-9 კოლექცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენთან და ლამაზ, ჭრელ კაბებს შეუხამოთ გეტრები და წინდები. განახლებულ კოლექციაში წინდები წარმოდგენილია: ქართული ანბანის პრინტით ცისფერ და თეთრ ფერებში, ვან გოგის და ფიროსმანის შემოქმედების მოყვარულთათვის მათი ნახატების პრინტით, ასევე სპეციალურად 90-იანელებისთვის შავ-თეთრსა და ვარდისფერში გადაწყვეტილი წინდები  წარწერით - 90’s kid, თუ თქვენც მოხიბლული ხართ იაპონიით და საკურას ყვავილობის სილამაზით, თანაც ტრენდებსაც არ ჩამორჩებით, აქ ულამაზესი ცისფერი და ვარდისფერი წინდები დაგხვდებათ.

 

ის, რაც არასდროსაა ზედმეტი

 

აქსესუარებზე და ფეხსაცმელებზე საუბარს თუ ვიწყებთ, ALDO-ზე უნდა მოგიყვეთ: როგორც ყოველთვის, აქ ღია ფეხსაცმელების  ფერადი  - ვარდისფერი, ცისფერი და ყვითელი - კოლექციებია წარმოდგენილი, საწყისი ფასი 159 ლარია. და, რა თქმა უნდა, დაწნული ჩანთები, რომელიც გარდა იმისა, რომ მუდმივად მოდაშია, ძალიან პრაქტიკულია, წელს განსაკუთრებულად მოთხოვნადია მრგვალი ფორმები - მათი ფასი 139 ლარიდან იწყება.

 

 

და აი, ისიც - თქვენი ჩანთის და თვალების განუყრელი აქსესუარი - მზის სათვალეები! მაღაზია OPTIMIST  გთავაზობთ ბრენდს, რომელიც საქართველოშია შექმნილი - George Piralli - ფერების, ფორმების ფართო არჩევანი 179 ლარიდან.

 

 

სასიამოვნო, დახვეწილ სათვალეებზე თამამად იტყვით, რომ „დამზადებულია საქართველოში“. ვერც ოპტიკურ ფერად ჩარჩოებს ავუარეთ გვერდი, EYECROXX-ის ბრენდს გირჩევთ მათ, ვისთვისაც სიმსუბუქე და ხარისხი მნიშვნელოვანია. საწყისი ფასი 77-97 ლარია.

 

 

გაიმარტივე შოპინგის სიამოვნება

მამაკაცებისთვის შოპინგი სასიამოვნო მხოლოდ მაშინ არის, როდესაც სასურველ სამოსს რაც შეიძლება მალე პოულობენ, თან აქ ფერების ფართო არჩევანია, პროდუქცია ხარისხიანიცაა და საოცრად კომფორტულიც. ამ პროცესს, რა თქმა უნდა, გაგიადვილებთ და წარმოგიდგენთ ესპანური ხარისხს და დახვეწილ სტილს MASSIMO DUTTI-სგან: ბამბის ფერადი მაისურები, მათ შორის კლასიკურ შავ-თეთრ ფერებში 99 ლარად, იტალიური ტილოს ნაჭრისგან შეკერილი პერანგები კი 149 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ. მეტალით გაწყობილ და უმაღლესი ხარისხის ტყავის ქამარსაც აღმოაჩენთ 109 ლარად.

 

 

თუ კლასიკური ფერის ჯინსები თქვენს გარდერობში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, WRANGLER-ის SPENCEREB-ს შემოგთავაზებთ. მუქი ფერის მოყვარულებისთვის გვაქვს ჯინსის შარვლების არჩევანი, DRESSUP GROUP-ში Lee-ის ბრენდის შარვლებიც არის წარმოდგენილი.

 

STAY IN SHAPE

 

ფორმაში ყოფნა განსაკუთრებით აქტუალურია ამ პერიოდში, ამიტომ მათ, ვინც ვარჯიშს აქტიურად გეგმავთ, ან დილაობით სირბილს აპირებთ, რადგან უკვე ამინდებიც სასიამოვნოა - Just Do It! Nike-ის ფერადი სავარჯიშო ლეგინსები ქალებისთვის და მამაკაცებისთვის - 158 ლარიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ, სპეციალური მაისურების ფასი კი - 87 ლარიდან იწყება.

 

 

არც “MINISO” ჩამორჩება სეზონის აქტუალურობას და მაისის თვეში ზაფხულისათვის მომზადების დაწყებას გვირჩევს. გირჩევთ, რომ გაზაფხულის დილის რუტინას,MINISO-ს კორეული ხაზის სახის ნიღბები დაუმატოთ. მათ კი ვინც აქამდე ფორმაში ჩადგომა ვერ მოასწრო, შეგახსენებთ, რომ ვარჯიშის და ფორმაში ჩადგომის დროა, ასე რომ სავარჯიშო აქსესუარები და ზაფხულის სეზონისათვის საჭირო სხვა ნივთები მრავლად გელოდებათ თქვენს იაპონურ კუთხეში. 

სურნელი საზღვრების გარეშე/თავისუფალი და შეუზღუდავი

 

ზაფხული სადაცაა კარს მოგვადგება, ამიტომ გრილი სურნელების დრო დგება. John Varvatos -JV x NJ არომატი, რომელიც განუყრელი გახდება თქვენთვის. მისი შეძენა LUTECIA-ში 146 ლარიდან შეგიძლიათ. Salvadore Ferragamo - UOMO - იდუმალი, ამოუცნობი და საინტერესო მამაკაცებისთვის, რომლებსაც შესაფერისი სურნელიც დაჰყვებათ.

 

 

ამინდის დათბობასთან ერთად, დეკორატიულ კოსმეტიკასაც სჭირდება შეცვლა, ამიტომ სახის კანისთვის ჯობს BB და CC კრემებზე გადახვიდეთ, “ლუტეცია” ამ მხრივაც გვანებივრებს, ამიტომ რამდენიმე ბრენდს გირჩევთ საუკეთესო შედეგის მისაღწევად: კანის მაქსიმალური დატენიანება და 30 SPF CLINIQUE-ისგან, BB კრემი, რომელსაც შესაშური დაფარვა აქვს თხელი სტრუქტურის მიუხედავად. მცენარეული ექსტრაქტებისგან დამზადებული BB Skin Detox Fluid SPF 25 CLARINS-ისგან - დაუბრუნეთ თქვენს კანს ბუნებრივი სილამაზე. AQUASOURCE BB CREAM BIOTHERM-ისგან: კანის სიგლუვე და ხარვეზების მაქსიმალური დაფარვა. მათი შეძენა 106-114 ლარად შეგიძლიათ.

 

გართობა (განურჩევლად) ყველასთვის!

 

სანამ საყვარელი გმირები გამოჩნდებიან, ოჯახის სრული შემადგენლობით უნდა ესტუმროთ “ფოკუს მოკუსს” - ყველაზე დიდ გასართობ ცენტრს, სადაც ექსტრემალური ატრაქციონების გარდა 60-ზე მეტი ვიდეოთამაშების აპარატია. თუ აქამდე არ გსმენიათ, მოგიყვებით, რომ “ფოკუს მოკუსმა” 2016 წელს GOLDEN PONY-ის ცერემონიალზე საოჯახო გართობის კატეგორიაზე პრიზი აიღო. მშობლები ან უფროსი და-ძმები თემატურ რესტორანს სტუმრობენ, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ  ჩვენთან ბავშვებზე არანაკლებ ერთობიან  უფროსებიც.

 

და არ ყოფილა ჯერ მაისი ასეთი ფერადი, ყვავილებიანი და ყველასთვის თავშესაქცევი.

 

 

განწყობის კიდევ უფრო ასამაღლებლად გიტოვებთ ჭრელ და მსუბუქ კომპოზიციას:

 

 

 

გამოწერა
დაგვიტოვე შენი ელ ფოსტა და გაიგე პირველმა ჩვენს ფასდაკლებებზე, ღონისძიებებზე და გართობაზე. ასევე მიიღე რჩევები შოპინგზე, მოდაზე და სხვა სიახლეებზე.
დიდი მადლობა, ელფოსტა მიღებულია