ბლოგი

ოქროსფერი შემოდგომა ისთ ფოინთში

8 ოქტომბერი, 2019


ოქროსფრად გაფერადებულ ისთ ფოინთში შემოდგომა მთელი თავისი სიდიადით არის წარმოდგენილი - ულამაზესი კოლექციები, ახალი მაღაზიები, ყველაზე დიდი არჩევანი და რაც მთავარია, დასვენებისა და გართობის საუკეთესო  ადგილები. ისღა დაგრჩენიათ, გადაწყვიტოთ, რომელ მათგანს ეწვევით პირველ რიგში.

 

მიჰყევი სპორტს

სპორტის მოყვარულებს და არამხოლოდ, გირჩევთ ისთ ფოინთის მეორე მოედანს მიაშუროთ, სადაც Top Sport - საქართველოში ყველაზე დიდი მულტიბრენდული სპორტული მაღაზია დაგხვდებათ!

რომელ ბრენდს არ აღმოაჩენთ: Adidas, Nike, Reebok, Puma, Speedo, Under Armour. 

 

ერთი შემოვლით ყველა ცნობილი ბრენდის ახალ კოლექციას იხილავთ, სადაც შემოგთავაზებენ:  ერთ შენაძენზე -20%-იანი ფასდაკლება, ორი შენაძენის შემთხვევაში -30%, ხოლო სამზე  -40%.

 

ასევე ყველას, ვინც სპორტს აქტიურად მისდევს, ძალიან სასიამოვნო სიახლე დაგხვდებათ Top Sport -ში, დანამატების ეს კუთხე თქვენთვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება. 

 

და თუ მაინც ამ ბრენდებში თქვენთვის სასურველი სპორტული ფეხსაცმელი ვერ შეარჩიეთ, გირჩევთ New Balance-ის მაღაზიაშიც შეიაროთ, სადაც FILA-ს ბრენდის ულამაზესი, ფერადი კოლექცია დაგხვდებათ და თან -30%-იანი ფასდაკლება! ქალბატონებისთვის აღნიშნული ბრენდის ფეხსაცმელების ღირებულება 223 ლარიდან იწყება,  ხოლო მამაკაცებისთვის - 111 ლარიდან. 

 

 

ხოლო  ვისთვისაც კომფორტი და თანამედროვე სტილი თანაბრად მნიშვნელოვანია, Skechers-ის ბრენდი მათთვისაა. აქ შეძლებთ მოირგოთ ფერადი, თანამედროვე და რაც მთავარია, მაღალი ხარისხის სპორტული ფეხსაცმელი 159 ლარიდან. 

 

 

შემოდგომის ფერადი კოლექციები

შემოდგომა, დამეთანხმებით, განსაკუთრებით იმიტომაც გვიყვარს, რომ შეგვიძლია უამრავი და ულამაზესი მოსაცმელი შევუხამოთ ჩვენს სამოსს. წელს კვლავ ტრენდულია კუბოკრული, უჯრედებიანი ქსოვილები, რომლის თვალუწვდენელ არჩევანს გადაეყრებით მაღაზია Stradivarius-ში, სადაც 150 ლარიდან შეძლებთ შეარჩიოთ სხვადასხვანაირი მოსაცმელები. თუ ტყავის და ჯინსის ქურთუკების მოყვარული ხართ, 99 ლარად დაგხვდებათ ფერად-ფერადები. თხელი, ნაქსოვი ბლუზონების და ჯემპრების სეზონიც დადგა - ღია ფერებში გამჭვირვალე ნაქსოვებს 65 ლარიდან შეარჩევთ. გოფრეს სტილის კაბები, ისე როგორც არასდროს, განსაკუთრებით ტრენდულია, ქვედაბოლოებს  კი 99 ლარად შეიძენთ.

 

ოქროსფერი, ეკომეგობრული  შემოდგომა დადგა H&M-შიც. როგორც უკვე მოგიყევით, კომპანია პლასტმასის ბოთლების გადამუშავებით მიღებული პოლიესტერის უმსხვილესი მომხმარებელია. ყავისფერი მთავარი ფერია - საშემოდგომო ქურთუკები, გრძელი, ფერადი კაბები, აქსესუარები განახლებული კოლექციით არის წარმოდგენილი. აგურისფერ და ყავისფერ მოსაცმელებს 129 ლარად შეიძენთ, თუ ჯინსის ქურთუკს ეძებთ, ამავე ფერის 69 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ. არც ტრენდულ ნეონის ფერებზე ამბობს ბრენდი უარს, დათბილული ზედების შეძენას 49 ლარიდან შეძლებთ. ასევე არ გამოგრჩეთ სულ ახალი PRINGLE OF SCOTLAND x H&M კოლექცია, კუბოკრული დეტალებით.

განახლებულია საბავშვო კოლექციაც - Kelzuki-ის ბრენდთან თანამშრომლობით შექმნილი, - ცხოველების გამოსახულების პრინტიანი სამოსი განსაკუთრებით აქტუალურია. ბერეტების მორგებას ადრეული შემოდგომიდან თუ იწყებთ, 29 ლარად შეიძენთ, ხოლო ბეწვის სტრუქტურის ქურთუკები თუ თქვენი სტილია, H&M-ში შევლის გარეშე “ისთ ფოინთს” ნუ დატოვებთ. 

 

“ისთ ფოინთში” შოპინგისას Bershka-ს მაღაზიას გულგრილად არ ჩაუაროთ, თუ ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშ ხართ Lion King-ის ფილმის ყურების მერე, „სიმბას“ გამოსახულებით ნაცრისფერ ზედას 49 ლარად შეიძენთ. ბრჭყვიალა ქსოვილების მოყვარულები გამოსასვლელ კაბებს  ამ  მაღაზიაში 89 ლარიდან იყიდით, თუ ელეგანტურ, დახვეწილ შავ კაბას ეძებთ, 95 ლარად აღმოაჩენთ. ტყავის სტრუქტურის ტანსაცმელი კვლავ აქტუალურია, მოკლე ქვედაბოლოებს სხვადასხვა ფერში 79 ლარად შეიძენთ.

 

ახალი სურნელის ძიებაში ხართ? სწორ ადგილას მოხვდებით, თუ ლუტეციაში  შეივლით, რადგან ნიშური პარფიუმერიის მოყვარულებისთვის Kilian-ის My Kind Of Love დაგხვდებათ სხვადასხვა არომატით. აღმოაჩინეთ საკუთარი სტილი და სურნელი, რომელიც გამოხატავს თქვენს ხასიათს. 30 მლ-ის შეძენას 274 ლარად შეძლებთ.

 

ჩანთის ყიდვას შესაძლებელია საერთოდ არ გეგმავდეთ, თუმცა Carpisa-ში შესულმა შეიძლება გადაიფიქროთ, რადგან საშემოდგომა კოლექცია გულგრილს  ვერ დაგტოვებთ - შემოდგომის პასტელურ ფერებში, ყვავილების პრინტიანი ყველა ზომის, ფორმის თუ სტილის ჩანთების ფასი 119 ლარიდან იწყება. თუ ზოლიანი ზურგჩანთები მოგწონთ, აქციის ფარგლებში 75 ლარად შეიძენთ. მოგზაურობის დროს ჩემოდნების აღება უფრო გაგიმარტივდებათ, თუ ულამაზეს, მკვეთრ ფერებში შეიძენთ, შეარჩიეთ ნებისმიერი ტევადობით 379 ლარიდან. 

 

 

გააკეთეთ საუკეთესო არჩევანი

ახალ გახსნილ მაღაზია Tescoma-ს მთავარი სლოგანია - „ყველაფერი, როგორც მე მინდა“ და ამართლებენ კიდეც, რადგან ნებისმიერი მომხმარებლის სურვილის შესაბამისი პროდუქცია არის წარმოდგენილი. ნებისმიერი ნივთი, ჭურჭელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რაც თქვენს სამზარეულოს და თქვენ „ჯადოქრობებს“ ჩაგადენინებთ. ტაფების ღირებულება 104 ლარიდან იწყება, 18 ლარად შეიძენთ თერმოსებს; სუშის მომზადების ოსტატი თუ ხართ, ან აპირებთ, რომ გახდეთ, დაგჭირდებათ სპეციალური ლანგარი, რომელსაც 68 ლარად იყიდით;

ნაირ-ნაირი ტარტების მოსამზადებლად სპეციალური კერამიკის ყალიბი 79 ლარად დაგხვდებათ და თუ მაფინების ცხობის მოყვარული ხართ, თან სახლში პატარები გყავთ, გაახალისეთ ისინი უამრავი სხვადასხვა ფერის და გამოსახულების ფორმებით. 

 


Tescoma-ს სიახლოვეს Zoommer-ში ზუმერული ფასები დაგხვდებათ, რომელიც უახლესი აიფონის მოდელის,  iPhone 11-ის შემთხვევაშიც ზუმერულია - 2899 ლარი. ოთხჯერ გაზრდილი მასშტაბი, უფრო კაშკაკა Flash განათება, მესამე თაობის პროცესორი, Super Retina HD ეკრანი გაზრდილი კონტრასტით და რაც მთავარია, ეფლის მომხმარებლებისთვის, წინა სხვა მოდელებისგან განსხვავებით, iPhone 11 4 საათით მეტხანს მუშაობს, ახალი დამმუხტველის საშუალებით მხოლოდ 30 წუთში შეძლებთ თქვენი ტელეფონი დატენოთ. 

 

თუ გსურთ Marvel-ის სამყაროში შეაბიჯოთ, სადაც უამრავი აქსესუარები დაგხვდებათ, მაშინ, იქვე Miniso-ში უნდა მიაშუროთ. საკანცელარიო ნივთები, ჩანთები, აქსესუარები, ყველა პატარა დეტალი, რომელიც ჯადოსნურ სამყაროში აღმოგაჩენინებთ თავს,  9.95 ლარიდან შეგიძლიათ შეიძინოთ. 

 

გიტოვებთ გია ყანჩელის ოქროსფერ, ულამაზეს კომპოზიციას:

გამოწერა
დაგვიტოვე შენი ელ ფოსტა და გაიგე პირველმა ჩვენს ფასდაკლებებზე, ღონისძიებებზე და გართობაზე. ასევე მიიღე რჩევები შოპინგზე, მოდაზე და სხვა სიახლეებზე.
დიდი მადლობა, ელფოსტა მიღებულია