სამუშაო საათები

Lebowski-ში ბილიარდის მაგიდები განახლდა

ბილიარდის მოყვარულებისთვის ძალიან კარგი სიახლე გვაქვს, Lebowski Bowl Club-ში ბილიარდის მაგიდები ბელგიური კომპანია Iwan Simonis-ს მაუდებით განვაახლეთ!

დღესდღეობით, ბილიარდის მაგიდისთვის მსოფლიოში საუკეთესო მაუდს ბელგიური კომპანია Iwan Simonis აწარმოებს.

რით არის ცნობილი ეს მაუდი ? კომპანია Iwan Simonis, შექმნა ჯოზეფ სიმონისმა 1680 წელს  და სახელი მისი ვაჟის ივანის საპატივცემულოდ დაარქვა. Ivan Simonis ქსოვილი ცნობილი იყო ევროპაში უკვე XIX საუკუნის დასაწყისში და მიეწოდებოდა იმპერატორ ნაპოლეონის კარზე. თითქმის სამ-ნახევარი საუკუნეა Iwan Simonis- ის ოსტატები ინახავენ ბილიარდის ქსოვილის წარმოების ტექნოლოგიის საიდუმლოებას, მისი უნიკალურობა კი შალის და ნეილონის გარკვეულ თანაფარდობაშია.

მაგალითად, ავიღოთ ყველაზე ცნობილი ქსოვილი Iwan Simonis 760:  წარმოებაში, ყველაფერი იწყება იმით, რომ მაღალკვალიფიციური მუშები  უმაღლესი ხარისხის შალს ხელით  ვარცხნიან და მიღებული ბოჭკოებისგან ქსოვენ ბილიარდის მაგიდის გადასაკრავს(მაუდს). ეს ტექნოლოგია არის ნამდვილი ხარისხის ნიშანი, Iwan Simonis საფირმო სტილი. ამ გზით დამზადებული ქსოვილი გამძლეა და ამავე დროს აბსოლუტურად გლუვი.

300 წელზე მეტია Iwan Simonis ქსოვილი თავის სფეროში რჩება მსოფლიო ლიდერად. Iwan Simonis დღეს მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც აწარმოებს მაღალი ხარისხის ბილიარდის ქსოვილის.

უნაკლო ზედაპირი, დეფექტის გარეშე - ეს არის ის, რის გამოც Iwan Simonis-ის მიერ  წარმოებული მაუდი ყველაზე მოთხოვნადია. Iwan Simonis-ი ბილიარდის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ქსოვილია.

მაისის თვიდან Bowl Club Lebowski-ში,  ექვსივე Pool-ის მაგიდაზე, ისევე როგორც Piramida VIP მაგიდაზე გადაკრულია ახალი ქსოვილი - Iwan Simonis 760.

მოდით და განიცადეთ წარმოუდგენელი ემოციები, მსოფლიოში საუკეთესო მაუდზე თამაშით! 

  • გაზიარება:
  • Facebook share icon
  • Twitter share icon