ბლოგი

Sweet November

18 ნოემბერი, 2019

„ისთ ფოინთში“ ტკბილი ნოემბერი  დადგა - გაიხსნა რამდენიმე ახალი მაღაზია, ასევე კაფეები, სადაც გემრიელად შეგიძლიათ მიირთვათ, და რაც მთავარია მოახლოვდა შავი პარასკევი, რომელსაც, დარწმუნებული ვართ, ყველა თქვენგანი ელოდება - ამ დღეს  უამრავი საინტერესო შემოთავაზება და ფასდაკლების კორიანტელი გელოდებათ.  ეს დღე ნამდვილად არ უნდა გამოტოვოთ! 

 

 

 

შავზე “შავი პარასკევის” ფასდაკლებები!

ნოემბრის ბოლო პარასკევზე რა გახსენდებათ?! რა თქმა უნდა, Black Friday 

დიდი ფასდაკლების გარდა, შოპინგის, გართობის და დასვენების ქალაქში ჩატარდება ღონისძიება - შავზე შავი პარასკევი (Blacker Friday), სადაც 21:00-23:00 საათამდე იხილავთ „ცეცხლის შოუს“ - დრამერების ფონზე.

გაგახარებთ და გეტყვით, რომ ამ დღეს მაღაზიები  00:00 საათამდე იმუშავებენ. 

თუ ზაფხულში დათუნა სულიკაშვილისა და “ისთ ფოინთის” კოლაბორაციით შექმნილი  ჩანთა - „შეხედე რა ზღვაა“ - ვერ მიიღეთ, 200₾+ ქვითრის წარდგენის შემთხვევაში, სხვა უამრავ საჩუქართან ერთად, შესაძლოა აღნიშნული ჩანთითაც კი დასაჩუქრდეთ. 

კარგი ამბავი: 20-60%-იანი  ფასდაკლება ნებისმიერ მაღაზიაში!

 

 

თუ ავეჯის უდიდესი ჰაბის გახსნას და განსაკუთრებულ “ფასდაკლებას” ვერ დაესწარით, არც ახლაა გვიან - ესტუმრეთ და ისარგებლეთ ფასდაკლებით სრულ კოლექციაზე.

თუ ტექნიკის ყიდვას გეგმავთ, ეს დღე ნამდვილად არ უნდა დაივიწყოთ - აქ ყველაზე დიდი არჩევანია და  ნებისმიერ სასურველ ნივთს დიდი ფასდაკლებით შეიძენთ.  

შავი პარასკევი  გელოდებათ სპორტულ ბრენდებშიც. აუცილებლად შეიარეთ Top Sport-ში -  საქართველოში ყველაზე დიდ სპორტულ მულტიბრენდულ მაღაზიაში.  ფასდაკლებების მანიშნებლები, რა თქმა უნდა, აქაც მრავლად დაგხვდებათ და სასურველ სამოსს სასურველ ფასად შეიძენთ. 

 სუსხიანი ზამთარი გვიახლოვდება, “შავი პარასკევი” კი ზუსტად ის დღეა, როდესაც თბილი სამოსი უნდა მოიმარაგოთ - “ისთ ფოინთის” ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების  მაღაზიებში 29 ნოემბერს დიდი ფასდაკლებებია! 



 

სიახლეები ნებისმიერ მაღაზიაში 

MUMUSO

კორეული მოდის ინსპირაციით შექმნილი ბრენდი -  უკვე „ისთ ფოინთშიც“ არის წარმოდგენილი. აქ შეიძენთ თანამედროვე და ტრენდულ პროდუქციას, რომლებზეც ყოველთვის დიდი მოთხოვნაა, წვრილმანებს, რომლებსაც სულ  ეძებთ. ესაა სივრცე ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის ხელმისაწვდომი ფასებით. 

 

 

რას აღარ აღმოაჩენენ ქალბატონები MUMUSO-ში: სახის მოვლის საშუალებებს, მკვებავ საცხებს, დეკორატიულ კოსმეტიკას, სასიამოვნო არომატებს; ლოკოკინას ექსტრაქტზე დამზადებულ დამატენიანებელ გელს - მხოლოდ 16 ლარად; სახის კანი რომ არ გამოგიშრეთ და ყოველთვის სასიამოვნოდ გამოიყურებოდეთ, გირჩევთ შეიძინოთ ალოეს დამატენიანებელი სპრეი კიდევ უფრო იაფად -  12 ლარად. აციებასთან ერთად გრიპის ვირუსებს თავი რომ აარიდოთ, პირველ რიგში, საჭიროა ჰიგიენის მკაცრად დაცვა. სწორედ ამიტომ, ხელის სადეზინფექციო ხსნარი, საკურას არომატით, სურნელოვანი და სასარგებლო გადაწყვეტილებაა მხოლოდ 7 ლარად. 

MUMUSO თქვენი პატარებისთვისაც საყვარელი ადგილი გახდება, რადგან აქ სათამაშოების, ჩანთების, საკანცელარიო ნივთებისა და სხვა ფერადი აქსესუარების დიდი არჩევანია. ყულაბების ფასი, სხვადასხვა ცხოველის გამოსახულებით,  10 ლარიდან იწყება და შეგროვილი თანხით, დარწმუნებული ვართ, ისევ ამ მაღაზიაში მოუნდებათ დაბრუნება. 

 

REGALIA

რეგალიების ასამაღლებლად  ეწვიეთ ახალგახსნილ მაღაზიას გართობისა და დასვენების ქალაქში. REGALIA-ში აღმოაჩენთ ჩემოდნებს, სამგზავრო აქსესუარებს, ქოლგებს, საწვიმრებს, ლეპტოპის ჩანთებს - ერთხელ შეხვალთ და აღჭურვილი ხართ მიმდინარე სეზონზე სამოგზაუროდ. შვეიცარიული ბრენდი Victorinox  ხარისხთან და პრაქტიკულობასთან ასოცირდება, იქ დამზადებულ ტევად წელის ჩანთას 150 ლარად შეიძენთ, ხელნაკეთ, ფერად და გამძლე ქოლგებს - 80 ლარად, ბიზნეს მოგზაურობისთვის მორგებული ზურგჩანთები კი 250 ლარი დაგიჯდებათ. 

 

8 ELEMENTS

იცოდით, რომ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის შესაბამის ქვებს თუ ატარებთ, მათ თქვენთვის წარმატების და ჯანმრთელობის მოტანა შეუძლია. რადგან ახლა მორიელის და მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დაბადებულების პერიოდია, მათ ფირუზს და ამეთვისტოს ქვებს ვურჩევთ. აქსესუარების აწყობას კი 10 ლარიდან შეძლებთ. ტრენდებსაც რომ არ ჩამორჩეთ, შეიძინეთ: მარგალიტებით გაწყობილი ყელსაბამები 40 ლარად, შემოდგომის ფერებით და ფოთლებით შექმნილი ორეულები 22-დან 45 ლარამდე, ზღვის ნიჟარებით აწყობილი ყელსაბამი კი - 50 ლარად. 

 

ააწყვეთ თავად ის, რაც მოგწონთ, ან შეარჩიეთ უკვე აწყობილი ბუნებრივი ქვებისა და ბიჟუტერიისგან დამზადებული სამკაულები 8 ELEMENTS-ში, რომელიც უკვე „ისთ ფოინთშია“ წარმოდგენილი. იყავით გამორჩეული და ატარეთ განსხვავებული! 

 

 

Gochit’s ბურგერი

ვისაც ბურგერები გიყვართ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს, მაგრამ მათთვის კიდევ უკეთესი, ვისაც აქამდე ეგონათ, რომ ბურგერები სულაც არ უყვარდათ - ესტუმრეთ “ისთ ფოინთში” ახალგახსნილ სწრაფი კვების ობიექტ Gochit’s-ს და პირობას გაძლევთ, რომ აღმოაჩენთ, თურმე  ბურგერი გყვარებიათ. აქ მინი ჩისბურგერები 3.90 ლარად იყიდება. გემრიელ შთაბეჭდილებებს გისურვებთ! 

 




 

ეკო - ქალაქი 

გახსოვთ ალბათ, ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც ელექტრომობილების დამტენი და ნარჩენების დასახარისხებელი ურნები დავამონტაჟეთ „ისთ ფოინთში“, ვაგრძელებთ ზრუნვას გარემოზე და თუ ჯერ კიდევ არ გსმენია ჩვენი ახალი ეკო-კამპანიის შესახებ, მოგახსენებთ!

 

 

შემოგვიერთდით და მოიტანეთ გამოყენებული ელემენტები  „ისთ ფოინთში“, მოათავსეთ სპეციალურ ურნაში, ჩვენ კი ვიზურნებთ მათ გადამუშავებაზე. ინიციატორები ვართ, თუმცა, დარწმუნებულიც ვართ, რომ სხვებიც შემოგვიერთდებიან და ერთად ვიზრუნებთ ჯანსაღი გარემოს შექმნაზე. 

 


 

 

განწყობისთვის, როგორც ყოველთვის, გიტოვებთ ქართველი მუსიკოსის კომპოზიციას:

 

გამოწერა
დაგვიტოვე შენი ელ ფოსტა და გაიგე პირველმა ჩვენს ფასდაკლებებზე, ღონისძიებებზე და გართობაზე. ასევე მიიღე რჩევები შოპინგზე, მოდაზე და სხვა სიახლეებზე.
დიდი მადლობა, ელფოსტა მიღებულია