ბლოგი

ზაფხულის ბოლო გაელვება

14 აგვისტო, 2019

ზაფხულის ბოლო თვეს ვაცილებთ, მაგრამ ახალი კოლექციები, უამრავი ფასდაკლება და ჯერ კიდევ გრძელი ნათელი ღამეები გვაქვს წინ.

 

ბრჭყვიალა, ფერადი დღეები

ოქროსფერი რუჯი ზაფხულის განუყოფელი ნაწილია, თუ მზიან სანაპიროებზე უკვე იმოგზაურეთ ან უახლოეს ხანებში გეგმავთ, ხანგრძლივი, ლამაზი და ბრჭყვიალა “საიდუმლო” უნდა მიგასწავლოთ კოსმეტიკის და პარფიუმერიის ფრანგულ ბრენდ Yves Rocher-ში - აქ დაგხვდებათ ბრჭყვიალა დამატენიანებელი ზეთი, რომელიც გაჯერებულია მანოის ყვავილის ექსტრაქტით, თავბრუდამხვევი არომატებით და რაც მთავარია, ატენიანებს კანს, ეს კი ხელს უწყობს რუჯის ხანგრძლივობას. შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასდაკლებით და მთელი თვის განმავლობაში მხოლოდ 34.90 ლარად შეიძინოთ.
 

 

სეზონური, 70%-იანი ფასდაკლება გრძელდება PARFOIS-შიც, სადაც რას არ გადაეყრებით - ზღვის ნიჟარებით მორთულ სამეულებს, ღია საზაფხულო სანდლებს ზაფხულის ფერებში, დაწნულ და ტრენდულ ხელჩანთებს. ნიჟარებით აწყობილ ყელსაბამს 29 ლარიდან შეიძენთ, საზაფხულო ჩანთებს კი 60 ლარიდან შეარჩევთ.

 

იმისთვის, რომ ყველა დეტალი ხაზს უსვამდეს ზაფხულის მხიარულებას და ფერად განწყობას, ესტუმრეთ იტალიური ბრენდის  - Mywalit-ის სტენდს, სადაც თავბრუ დაგეხვევათ ჭრელი ფერებით. კოლექციებს შესაბამისი სახელწოდებებიც აქვს: “Sangria”, “Copacabana”, “SeaScape”. 

 

ახალი კოლექცია ზაფხულის გარდერობში

გადახალისების პროცედურა ყოველთვის სასიამოვნოა, განსაკუთრებით თუ ეს ტანსაცმელს ეხება, ამიტომ გამწვანებულ და აყვავილებულ გარემოში გეპატიჟებით ახალი კოლექციების დასათვალიერებლად და შესაძენად:

 

STRADIVARIUS - გამჭვირვალე, კოპლებიან და რაც მთავარია, ტრენდულ კაბებს გვთავაზობს 99 ლარად, ტყავის ტოპებს  45 ლარად შეიძენთ, ყვავილებიანი პრინტების და ფურცლების ცვენაა კვლავ კაბებზე - ყველა შესაძლო ფერისა და სიგრძის კაბების ფასი 85 ლარიდან იწყება. წელს განსაკუთრებით აქტუალურია მარგალიტის თვლებით გაწყობილი აქსესუარები - თმის წინა სამაგრი შეგიძლიათ 29 ლარად შეიძინოთ.

 

 

OVS  - მაღაზია, სადაც მთელი ოჯახი იშოპინგებთ. ახალი კოლექცია და 70%-მდე ფასდაკლება საუკეთესო მიზეზია სტუმრობისთვის. მამაკაცის ფერადი მაისურების ფასი 35 ლარიდან, ჯინსის შარვლების კი - 60 ლარიდან იწყება. თქვენი პატარებისთვისაც უამრავი სიახლე დაგხვდებათ - მაისურები, შარვლები, თბილი მოსაცმელები და საწვიმრები - 17 ლარიდან სასურველი ნივთების არჩევას შეძლებთ.

ქალბატონებისთვის ჯინსის შარვლები 28 ლარად არის, ნაჭრის - 65 ლარად. თუ უპირატესობას გრძელ კაბებს ანიჭებთ, არჩევანი შეგიძლიათ შეაჩეროთ აბრეშუმის და სხვა უამრავი სასიამოვნო ქსოვილის კაბებზე 65 ლარიდან.
 

 

 

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ თეთრეულის მაღაზია ყველა ქალისთვის სასურველი ადგილია. Women Secret-ში 70%-იანი ფასდაკლება დაგხვდებათ, თუ საცურაო კოსტიუმი ჯერ არ შეგირჩევიათ, ფერად და მთლიან კოსტიუმებს 74 ლარიდან შეარჩევთ. აქ ულამაზესი, ნაქარგი, გამჭვირვალე ბიუსტჰალტერების ფართო არჩევანია, აქვე შეძლებთ შეარჩიოთ ღამის კომფორტული თეთრეული.

 

 

80%-მდე ფასდაკლებით გხვდებათ მაღაზია BERSHKA, სადაც Skinny Jeans-ები 22 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ, 22 ლარად  ასევე საზაფხულო, ჭრელ კომბინეზონსაც შეიძენთ. მამაკაცები დაირაზმონ, რადგან ახალი კოლექცია განსაკუთრებით შთამბეჭდავია, “რეფლექტორი” საწვიმარ-მოსაცმელები 99 ლარად არის წარმოდგენილი, 59 ლარად ამავე ნაჭრით შეკერილი კომფორტული წელის ჩანთების არჩევანია; თუ, რასაკვირველია, წელის ჩანთების მომხმარებელი არ ხართ, არც ზურგჩანთების ნაკლებობაა და ფასი 69 ლარიდან იწყება. 

 

ზაფხულის აქსესუარები

პატარებზე მეტად არავის უყვარს და უხარია დაბადების დღე, ისინი აქ ნებისმიერ დღესასწაულზე  შეძლებენ თამაშს და გართობას ტოლებთან ერთად. “ისთ ფოინთში” სადღესასწაულო გვირგვინების და აქსესუარების სტენდს აღმოაჩენთ სახელწოდებით - Little Me - თმის ბრჭყვიალა სარჭებით, სამაგრებით, გვირგვინებით, რეზინის თმის წინა სამაგრებით. 8 ლარიდან ულამაზეს საჩუქარს შეურჩევთ თქვენს საყვარელ პატარებს.

 

 

ქართული ბრენდი GEPHERRINI ნატურალური ქვებით გაწყობილ ტყავის სამაჯურებს და საყურეებს  გთავაზობთ 30 ლარიდან. გარდა ამისა, ახალ კოლექციასაც შეავლებთ თვალს - ახალი ჩანთა ხომ არასდროს არის ზედმეტი. გეომეტრიული ფორმების აქტუალურობიდან გამომდინარე, ფერად და შავ-თეთრ ჩანთებს 69 ლარიდან შეიძენთ. ვინტაჟის მოყვარული თუ ხართ, ე.წ. Boho Bag-ის შეძენას, რომელიც ნატურალური, მაღალი ხარისხის ტყავით არის დამზადებული, 119 ლარად შეძლებთ.

 

 

სურნელოვანი აქსესუარების გარეშე ჩვენი ბლოგი ვერ ჩაივლიდა - “ისთ ფოინთში” სტუმრობისას აუცილებლად შეიარეთ LUTECIA-ში - სიმშვიდის, სინაზის, ზაფხულის დასვენებასთან ასოცირებული ნიშური სუნამო Tician Terenzi-ს Giardino Benessere იპკურეთ. ვფიქრობთ, მისი არომატი ახალ სურნელოვან სიყვარულს აღმოგაჩენინებთ.
 

 

სიურპრიზებს დავეჩვიეთ და პატარა “სპოილერს” დაგიტოვებთ: სექტემბრიდან “ისთ ფოინთში” დიდი სიახლეებით დაგხვდებით - გართობის და დასვენების ქალაქი კიდევ უფრო მეტად გახდება ის ადგილი, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეში იქნება წარმოდგენილი, სადაც ერთ ადგილას შეძლებთ სასურველი ნივთების შეძენას და რაც მთავარია, გულიანად დასვენებას.

 

და, რა თქმა უნდა, კომპოზიციის გარეშე არ დაგტოვებთ:

 


 

გამოწერა
დაგვიტოვე შენი ელ ფოსტა და გაიგე პირველმა ჩვენს ფასდაკლებებზე, ღონისძიებებზე და გართობაზე. ასევე მიიღე რჩევები შოპინგზე, მოდაზე და სხვა სიახლეებზე.
დიდი მადლობა, ელფოსტა მიღებულია