ბლოგი

გაზაფხული = აპრილი

12 აპრილი, 2019

HAPPY NEW SPRING!

გაზაფხულის ამ თვეს რთულია კარგი განწყობის ზუსტი მიზეზი დაადგინო: 

  • მზე, რომელიც უფრო და უფრო გვათბობს, ყვავილებით გადაჭრებული ხეები,
  • ფერადი ნივთების შეძენა და მათი პირველად ტარების სიხარული,
  • თუ რაღაც ახლის და სასიამოვნოს მოლოდინი - გართობის და დასვენების ქალაქში ყველა ზემოთჩამოთვლილი მიზეზის “მოსინჯვა” შეგიძლიათ.

 

“ისთ ფოინთის” პავილიონებში სეირნობისას, გაზაფხული, მთელი მისი მშვენიერებით არის წარმოდგენილი.კვირტები ულამაზეს ყვავილებად გაიშალნენ, ფერები უფრო შთამბეჭდავია და სურნელი - თავბრუდამხვევი.

 

ისთ ფოინთიდან საკუთარ სახლშიც შეგიძლიათ გაზაფხული “წაიღოთ”. ესტუმრეთ Domino Garden-ს, სადაც ულამაზ ფერებშია წარმოდგენილი “ბეგონიები” (7.98 ლარი), “ფიტონიები” (11 ლარი)  და მუდმივად მოთხოვნადი “დრაცენა” (4.20ლარი).

 

 

 

და რა ფერი ხარ შენ?!

გარდა იისფერი გრადაციებისა, წელს ყვითელი ფერი განსაკუთრებულად ჭარბობდა ცნობილი დიზაინერების გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებში.

თუ ნიუ-იორკის მოდის კვირეულს გადავავლებთ თვალს, ვერხვის ფოთლების ფერი (Aspen Gold) დომინირებდა და განსაკუთრებულად ამშვენებდა მოდის ინდუსტრიაში ცნობილი სინდი კროუფორდის ქალიშვილს - კაია გერბერს, რომელიც ჯერ მხოლოდ 17 წლისაა და მის ანგარიშზეა ჩვენებები წამყვან დიზაინერებთან: CHANEL, VERSACE, FENDI, TOM FORD, RALPH LAUREN, CALVIN KLEIN, ALEXANDER WANG, MIU MIU ...განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო კაია, MAX MARA-ს ულამაზეს ვერხვის ფოთლებისფერ “ლუქში”უკვე მილანის მოდის კვირეულზე.

თუ თქვენც გადაწყვეტთ,ყვითელი სამოსის მორგებას, აუცილებლად უნდა ესტუმროთ ისთ ფოინთში BERSHKA-ს, სადაც  ამ ტონალობაში ყვავილების პრინტითაც დაგხვდებათ კაბები (79 ლარად) და ტრენდული leggings-ებიც - 29 ლარად.  

 

 

აქვე წინმსწრები ინფორმაცია:ზაფხულამდე არც ისე დიდი დრო რჩება და ამიტომ დროულად გვინდა გაცნობოთ, რომ ე.წ. “გლადიატორის” სტილის ფეხსაცმელები კვლავ მოდაშია და თუ  გსურთ გარდერობი ტრენდული ნივთით გაამდიდროთ,მაღაზია STRADIVARIUS-ს  ეწვიეთ. კარლ ლაგერფილდმა, მის გარდაცვალებამდე “კრუიზის შოუში” სწორედ მსგავსი სტილის სანდლები მოარგო მოდელებს.

 

 

 

ყოველდღიური ბოჰემა

აქსესუარების გარეშე თითქოს სამოსს რაღაც აკლია. ბევრი დიზაინერის 2019 წლის კოლექციებში ბოჰემური სტილის და მასიური, მრგვალი და ფერადი სამკაული ჭარბობს  .

Dior და Chloe-ს კოლექციებში წელს აქტიურად იყო წარმოდგენილი ასო-ნიშნებით გაწყობილი აქსესუარები.თქვენც შეგიძლიათ არ  ჩამორჩეთ ტრენდს და შეარჩიოთ სასურველი ასო-ნიშნით ყელსაბამი 45 ლარად მაღაზია ACCESORIZE-ში.

 

 

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ისევე როგორც ტანსაცმლის შემთხვევაში, ყვითელი და ზოგადად, ნათელი ფერები აქსესუარების შემთხვევაშიც აქტიურად დომინირებს. თუ საათები გიყვართ,SWATCH-ის სტაფილოსფერში და ყვითელ ფერში წარმოდგენილ ორიგინალურ მოდელს  მაღაზია ArtTime-ში 175 ლარად შეიძენთ.

 

 

 

მე ვხედავ მზეს

რა თქმა უნდა ამ სეზონზე, მაშინ , როდესაც  მზე ბევრი გვაქვს, მისთვის თვალის გასასწორებლად სათვალეები დაგვჭირდება.არჩევანი ისთ ფოინთში დიდია, მაგრამ ჩვენ მაინც Silhouette-ის უახლესი მოდელის მორგებას გირჩევდით, რომელიც   მაღაზია KENARI-ში 699 ლარად დაგხვდებათ.

 

 

ამ პერიოდში ყვავილებიანი სამაგრები  ბუნებრივად მოდურია.მაგალითად Dolce & Gabbana-მ ყვავილებით მორთულ თმის სამაგრს წვნიანის ქილაც კი მოუხდინა.

საინტერესოა ასევე ALEXANDER WANG- ის ყელსახვევები , რომელიც თავისი წითელი და თეთრი დეტალებით 90-იანების ცნობილ “ბენდენას” მოგაგონებთ და ამჯერად თმის აქსესუარად შეგიძლიათ გამოიყენოთ.ვანგის ჩვენებაზე მოდელებს ეს ყელსახვევი თმაში ქონდათ ჩაწნილი.

მათ, ვინც გრძელ თმას ატარებთ, მსგავსი აქსესუარების შესარჩევად, გართობის და დასვენების ქალაქში არა ერთი მაღაზია გელით.

 

 

“GEORGIA  AS A COUNTRY, NOT THE STATE”

დემნა გვასალიამ ჩვენი ქვეყანა  ყურადღების ცენტრში მოაქცია. მოდის სამყარო, უკვე სხვა ქართველი დიზაინერების შემოქმედებითაც დაინტერესდა.

სულ ცოტა ხნის წინ, ამერიკის ყოფილი პირველი ლედი, მიშელ ობამა, მინესოტაში შეკრებილ გულშემატკივართან დავით კომაძიხის, იგივე DAVID KOMA-ს სამოსით წარსდგა.  LADY GAGA-მ კი, ამერიკული ბილბორდის N1 ჰიტად, მისი სიმღერის SHALLOW-ს წარმატება, სოციალურ ქსელში თამუნა ინგოროყვას კაბით გამოწყობილმა გაგვიზიარა.

VETEMENTS-ის აპლიკაციით და ტანსაცმლით, დემნა გვასალიამ მსოფლიოს მოუყვა საქართველოს, მისი ისტორიის, ომის და გენოციდის შესახებ.

სულ ცოტა ხნის წინ, მოდის მოყვარულთა  Must Have ნივთებში გამოჩნდა ქართველი პოეტების სახელებიანი ჯინსის ქურთუკი “შოთა, ვაჟა, გალაკტიონი” - მისი შეძენა უკვე ყველა მსურველს, საკმაოდ სოლიდურ ფასად,1,720 ფუნტად   შეუძლია, ხოლო LEVIS-სთან კოლაბორაციით შექმნილი ჯინსის პერანგები, სიტყვებით: “ტანსაცმელი” და “უფალო შეგვიწყალენ” 1,160$-ად არის გაყიდვაში.

 

 

ჩვენ ერთი იდეა გვაქვს, რადგან ვეტმოს შეძენა საქართველოში ჯერ შეუძლებელია, სასურველი ფრაზების ამოქარგვა, ან წარწერებით მოხატვა, მგონი არანაირ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. ჯინსის ქურთუკების შეძენა შეგიძლიათ ჩვენთან, “ისთ ფოინთში” DRESSUP GROUP-ში შემავალ, “ლივაისის” მაღაზიაში.

 

 

იბრწყინე!

 

პოპ-ვარსკვლავი ჯენიფერ ლოპეზი სულ ცოტა ხნის წინ ზღვის პირას, რომანტიკულ გარემოში საყვარელ ადამიანზე დაინიშნა, როგორც ყოველთვის ფოტოები შთამბეჭდავად მიმზიდველი იყო, თუმცა, გარემო ქმნიდა ამ ბრწყინვალებას თუ თავად ჯენიფერი, ამაზე შეგვიძლია ვიდავოთ. თუ თქვენც გაოცებთ, როგორ ახერხებს 49 წლის ასაკში პოპ-ვარსკვლავი საოცარ ფორმაში ყოფნას, როგორც მინიმუმ ერთ-ერთ მთავარ მიზეზს გაგიმხელთ -ეს არის მისი მაკიაჟი, რომელიც ყოველთვის ტოპ ტრენდებშია.ალბათ  INGLOT COSMETICS-ის და ჯენიფერის კოლაბორაციის შესახებ გსმენიათ,აქვე იმასაც გაგახსენებთ, რომ ისთ ფოინთში INGLOT-ის სტენდია და თქვენ  იქ სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებების გარდა,  მბზინვარე ილუმინატორები გელით. ფასები 33-55 ლარამდე მერყეობს. 

 

 

დრაკონები თუ მარველი?

 

ჯენიფერ ლოპეზის ხსენებამ მუსიკის გარდა კინოც გაგვახსენა და ამიტომ ბოლოსკენ მოდიდან დიდ ეკრანებზე გადავინაცვლოთ. ჩვენი კინოთეატრის  აპრილის თვის აფიშა იუწყება, რომ: AVENGERS ENDGAME - INFINITY WAR-ის ბოლო ფილმი შეგიძლიათ CAVEA-ს სუპერ კომფორტულ სკამებში მოკალათებულებმა ნახოთ. ამ ფილმის ოფიციალურმა ტრეილერმა 24 საათის განმავლობაში  289 000 000 ნახვა დააგროვა და რეკორდიც დაამყარა.ასე რომ, კინოსმოყვარულთათვის ღირს აპრილის  ლოდინი, აიკონური სერიალის  GAME OF THRONE-ის შემდეგაც ხომ უნდა ელოდებოდეთ კიდევ ერთ განსაკუთრებულ დასასრულს?!

 

 

აპრილი “ისთ ფოინთში”

 

გახსოვთ როგორ მღერიან ელა ფიცჯერალდი და ლუი ამსტრონგი მომნუსხველ აპრილზე?  პარიზში, აყვავებულ ხეებზე და შეგრძნებაზე, რომელიც აქამდე არასდროს განუცდიათ?

 

 

ამ სიმღერასავით ლამაზია ჩვენთანაც აპრილი 

 

 

გამოწერა
დაგვიტოვე შენი ელ ფოსტა და გაიგე პირველმა ჩვენს ფასდაკლებებზე, ღონისძიებებზე და გართობაზე. ასევე მიიღე რჩევები შოპინგზე, მოდაზე და სხვა სიახლეებზე.
დიდი მადლობა, ელფოსტა მიღებულია