ბლოგი

Sale, Sale, ჩქარა!

15 ივლისი, 2019

იმოგზაურე საქართველოში!

 

მთა, მდინარეები, ტყეები, ზღვა, ეგზოტიკური ადგილები - არ არსებობს სურვილი, რომელიც საქართველოს ულამაზეს ადგილებში არ მიგიყვანთ და დაუვიწყარ მოგონებებს არ გაჩუქებთ. #SpendyoursummerinGeorgia - ისღა დაგვრჩენია სურვილების დასაზუსტებლად მოგიწოდოთ, ბარგის “ჩალაგებაში” კი ჩვენ მოგეხმარებით, რადგან “ისთ ფოინთში” ყველგან ფასდაკლებაა, სადაც ფეხს შედგამთ. 

 

 

პირველ რიგში, სანამ შესაბამისი სამოსის არჩევას დავიწყებთ, მთავარია, ზურგჩანთა, რომელიც თანაბრად მოსახერხებელი იქნება უბრალო მგზავრობისთვის და ასევე ლაშქრობებისთვისაც. ამ მიზნით აუცილებლად უნდა მიაშუროთ “Columbia, Converse & Mustang”-ს, სადაც ზურგჩანთების არჩევანი 149 ლარიდან იწყება.

 

 

თუ უფრო “ტევადი გეგმები” გაქვთ, ჩემოდნების უფერადეს და უახლეს კოლექციას გაგიზიარებთ “Carpisa”-სგან, იტალიურ ხარისხზე, რომელიც უკვე 18 წელია მსოფლიო ბრენდია, დიდხანს აღარ შეგაწყენთ და უბრალოდ, გეტყვით, რომ ნაჭრის ჩემოდნები 119 ლარიდან შეგიძლიათ შეიძინოთ, ხოლო მყარი - 238 ლარიდან. მათ თქვენთვის შემოთავაზებაც აქვთ: ნებისმიერი ჩემოდნის შეძენის შემთხვევაში, მეორე შენაძენზე 50% ფასდაკლება გექნებათ, მითითებული ჩემოდნების შეძენის შემთხვევაში კი 45 ლარამდე სხვა ნივთის შერჩევას უფასოდ შეძლებთ. 

 

 

“ტობავარჩხილის” ტბები, გომის მთა, “მტირალას ეროვნული პარკი”, ბირთვისი, მარტვილის კანიონი - სალაშქროდ და ესთესტიური თვალსაზრისით უმშვენიერესი ლოკაციების მოსანახულებლად აუცილებლად დაგჭირდებათ კარვები, დომინო გთავაზობთ ორკაციან კარვებს 29 ლარად, სამკაციანს - 47,53 ლარად, ოთხკაციანს კი - 53,35 ლარად. 

 

Sale, Sale, ჩქარა!

თუ სასურველ ზომებთან დაკავშირებით ხშირად გქონიათ დისკომფორტი, “ისთ ფოინთში” ამ პრობლემას ყველაზე ნაკლებად უნდა ელოდოთ.

50%-მდე ფასდაკლებით გვხდებათ მაღაზია “ZARA”-ში, სადაც ფერად და თბილ სამოსს გაიყოლებთ, თუ მაღალმთიან ადგილებში გადაწყვეტთ გამგზავრებას, აუცილებლად დაგჭირდებათ საწვიმარი, რომელსაც 65 ლარად შეიძენთ ფადაკლების ფარგლებში. ფუმფულა და ფაფუკი “ჰუდების” შეძენა 95 ლარის ნაცვლად 35 ლარად შეგიძლიათ, Feeling Alive, Looking Good - მშვენიერი სლოგანია, ყვითელ თბილ ზედატანზე, რომლის შეძენაც ასევე 35 ლარად არის ხელმისაწვდომი. თქვენი პატარებისთვის ცივი ამინდებისთვის შემოსვაც “ZARA”-ში შეგიძლიათ, სადაც სხვადასხვა, ფერადი და საინტერესო პრინტიან “ჰუდებს” შეარჩევთ ზემოთხსენებულ ფასად. თუ ფილმების მოყვარული მამაკაცი ბრძანდებით, ამ თემატიკით 49 ლარად აუცილებლად იპოვით თქვენთვის სასურველ თბილ ზედატანს.

დააწესე ტრენდი, ჩაიცვი FILA! - New Balance-ის მაღაზიაში, რას არ ნახავთ საზაფხულოდ კომფორტულად შესამოსად! FILA-ს 2019 წლის კოლექციის მოდელები: მაისურები, ფეხსაცმელები, საზაფხულო Flip-Flop-ები ადგილზეა, წითელ და შავ ფერებში გადაწყვეტილი სპორტული.  მამაკაცის სპორტულ ჟაკეტები 215 ლარის ნაცვლად 151 ლარად შეარჩევთ. 

 

 

ECCO-ს მაღაზიაში თქვენი პატარებისთვის სამოგზაუროდ და არამარტო კომფორტულ და მოხერხებულ ფეხსაცმელებს შეიძენთ ფასდაკლებით 109 ლარიდან, მოზრდილები კი კედებს 159 ლარიდან შეარჩევთ. სასურველი თასმების მორგება კითასმაში შეგიძლიათ - ვაჟა-ფშაველას პოემები, Pink Floyd, კლასიკად ქცეული ნახატები, ოკუპაციის საპროტესტო სლოგანებით გაწყობილი ნებისმიერი თემატიკით შექმნილი თასმები შეგიძლიათ შეუხამოთ ფეხსაცმელებს 8 ეროვნულ ვალუტად. 

 

 

ფეხსაცმლის მაღაზია “FACTORY”-ც ფასდაკლებებშია გახვეული. Levis-ის და Vans-ის Flip-Flop-ების შეძენას 59 ლარიდან შეძლებთ, Bensimon-ის კომფორტული და ფერადი კედები კი 69 ლარად არის. ესპანური ბრენდი “Gaimo” კი ქალის და კაცის ესპადრელების 2019 წლის კოლეციას გვთავაზობს 99 ლარიდან.

 

ერთხელ ზაფხულში:

“CALZEDONIA-ში, როგორც ყოველთვის თვალუწვდნელი და ფერადი არჩევანი დაგხვდებათ საცურაო კოსტუმების და რაც მთავარია -30% ფასდაკლება შერჩეულ მოდელებზე. ერთიანი კოსტუმების საწყისი ფასი 129 ლარიდან იწყება, ხოლო ზედატანის - 67, ბიკი - 47 ლარიდან. 

 

ზღვისთვის თუ ემზადებით, ყველა საჭირო სამოსის “NEW YORKER”-ში შეიმოსებით, აქაც რა თქმა უნდა, ფასდაკლებები დაგვხდებათ და შეარჩევთ: ფერად ბოდეებს (15 ლარიდან), ყვავილებიან ტოპებს (17 ლარიდან) მთლიან, ზოლიან საცურაო კოსტუმებს (35 ლარიდან) ნაჭრის შორტებს (15 ლარიდან) ღია სანდლებს მყარ ძირზე (35 ლარიდან) და მზის სათვაალებს (17 ლარიდან). ადვილი შესაძლებელია, ყველა სასურველი ნივთი ერთ სივრცეში და თან სასურველ ფასად შეიძინოთ.

მზის სათვალეების ფართო არჩევანისთვის შოპაჰოლიკისსტენდს მიაშურეთ, სადაც ხელნაკეთი ხისგან დამზადებული დიდი არჩევანი დაგხვდებათ, 79 ლარიდან კი თქვენთვის სასურველ მოდელს შეარჩევთ.

 

 

მოგზაურობის დროს კომფორტულად რომ იგრძნოთ თავი, ალბათ თქვენც გგონიათ, რომ ყველაფერი თან უნდა გქონდეთ, რასაც ყოველდღიურად იყენებთ, რა თქმა უნდა შესაძლებელია, სასურველი შამპუნების, სპრეების თუ თავის მოვლის სხვა საშუალებების მინი ვერსიები შეგიძლიათ სულ თან იქონიოთ. მინისოში Travel Set-ების შეძენა 5.95 ლარიდან შეგიძლიათ.

დილას თუ მუსიკასთან ერთად იწყებთ, დგებით, ემზადებით და თქვენთვის სასიამოვნო დღე ამ ფორმით დგება, არც ეს წარმოადგენს რაიმე პრობლემას, ალტაოქეიში 63 ლარად შეიძენთ მომცრო ზომის დინამიკებს.

 

 

-50%-მდე ფასდაკლებით დაგხვდებათ მაღაზია “TERRANOVA”, სადაც გამჭვირვალე მოქარგულ ზედატანებს 10 ლარად შეიძენთ 35 ლარის ნაცვლად, მხრებზე გადასული ტრენდული მაისურები ამავე ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ. გამოსასვლელი, საზაფხული კაბებს 55 ლარად შეარჩევთ. თქვენი პატარებისთვის ლამაზპრინტიან სამოსს 18 ლარიდან აღმოაჩენთ.

 

 

15 ივლისს “ისთ ფოინთი” უკვე არც ისე სიურპრიზს გთავაზობთ, რადგან მინიშნება უნდა მოგცეთ - შესაძლებელია ისეც მოხდეს, რომ მოგზაურობა ელექტრო სკუტერითაც დაგეგმო, რადგან… დანარჩენს მოგვიანებით შეგატყობინებთ, მანამდე კი დაუვიწყარი მოგზაურობების წარმოსადგენად, მოუსმინეთ:

 



 

გამოწერა
დაგვიტოვე შენი ელ ფოსტა და გაიგე პირველმა ჩვენს ფასდაკლებებზე, ღონისძიებებზე და გართობაზე. ასევე მიიღე რჩევები შოპინგზე, მოდაზე და სხვა სიახლეებზე.
დიდი მადლობა, ელფოსტა მიღებულია