ბლოგი

ზაფხულის ღამის სიზმარი

17 ივნისი, 2019

მოემზადე ზაფხულისთვის!

 

საზაფხულო ჩანთები, რომელიც სპეციალურად “ისთ ფოინთისთვის” იქმნება, დიდი ხანია ჩვენი სავიზიტო ბარათია.

 

 

მრავალფეროვნებისთვის, სხვადასხვა დიზაინერთან კოლაბორაციით გთავაზობთ უნიკალურ საზაფხულო ჩანთებს. 2019 წლის სეზონზე ცნობილ და წარმატებულ დიზაინერ დათუნა სულიკაშვილთან ერთად წარმოგიდგენთ ჩანთას, რომელიც საზღვაო კურორტებზეც და ყოველდღიურადაც თქვენი განუყრელი აქსესუარი გახდება.

 

 

17 ივნისიდან ერთი თვის განმავლობაში 200-ლარიანი სასაჩუქრე ბარათის ყიდვის შემთხვევაში ჩანთა საჩუქრად გადმოგეცემათ. თუ ბარათის შეძენას ვერ მოახერხებთ, სამაგიეროდ, დღეებს ითვლით ჯაზ-ფესტივალამდე, ზემოთ ხსენებულ ჩანთებს თბილისი-ბათუმის მატარებელში მგზავრობისას გისახსოვრებთ საჩუქრად.

 

ზაფხულის ღამის სიზმარი

ფერადი დღეების, გრძელი, ნათელი ღამეების, ბრჭყვიალა ცის, ზღვის, ჭრელი კაბებისა და შარვლების სეზონი დადგა. მართლაც, რა მშვენიერია, რომ კვლავ ზაფხულია - გადახალისებული ტანსაცმლის კარადაც თითქოს საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ კარგ განწყობაზე დავდგეთ.

 

 

დროა, თადარიგი დაიჭიროთ და საზღვაო აქსესუარებით აღიჭურვოთ, იქნებ დაუგეგმავადაც მოგიწიოთ ზღვის კურორტზე სტუმრობა, ამიტომ გარდერობის საზაფხულოდ გადახალისებისთვის თამამად შეგვიძლია მაღაზია PENTI გირჩიოთ, რომელიც  გარდა უფერადესი საცურაო კოსტიუმებსა,  იდეალური ბიუსტჰალტერების კოლექციასაც შემოგთავაზებთ, რომელიც კოქტეილის საღამოებისთვის შესანიშნავი არჩევანი იქნება. აქ ფერად-ფერად საცურაო კოსტიუმებს შეიძენთ და არ დაგავიწყდეთ, შეარჩიოთ ჰაეროვანი, ელეგანტური “პარეოები”, რომელიც ზღვისპირის განუყოფელი ნაწილია და PENTI-ში 64 ლარი ღირს.

 

 

მზე, ზღვა და პლაჟი ისე როგორ წარმოგიდგენიათ, თუ გემოვნებიანი და თან საოცრად კომფორტული საზაფხულო ფეხსაცმელი არ გეგულებათ თქვენს გარდერობში. ZAPATERO, იგივე “ესპანელი მეწაღე”,  BirkenStock-ის ყველაზე ცნობილი მოდელის, ARIZONA BS-ის სრულ კოლექციას გთავაზობთ: იისფერი, ლურჯი, კოპლებიანი პრინტით - ჩვენ დავიბენით არჩევანში, ამიტომ, ტრენდული ფერების ჩამონათვალში მოგეხმარეთ.

თუ ზაფხულის გატარება ქალაქგარეთ, აგარაკზე გხიბლავთ, სადაც ხშირად გსტუმრობენ მეგობრები, აწყობთ ბარბიქიუებს და სხვადასხვა აქტივობებით ერთობით, აუცილებლად შეიარეთ ჰიპერმარკეტების ქსელ Carrefour-ში, სადაც საზაფხულო ვერანდაზე ან ეზოში დასადგამ მაგიდას და სკამებს 400 ლარად შეიძენთ, შეარჩევთ ნაჭრის დასაკეც ფერად სკამებს 20 ლარად, თუ აუზიც გაქვთ, აქ რუჯის მისაღებად თეთრი, კომფორტული დასაწოლი სკამებიც დაგხვდებათ.

 

 

მხურვალე დღეების მიუხედავად,  ნუ გადადებთ დილაობით სირბილს ან ვარჯიშს. ახლახან “ისთ ფოინთს” შემოუერთდა მსოფლიო ბრენდი - Skechers, სპორტული ფეხსაცმელები მთელი ოჯახისთვის, ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების მოყვარული ადამიანებისთვის განსაკუთრებით კომფორტულ და მაღალი ხარისხის არჩევანს გთავაზობთ.

 

ზღვა, მზე და ქვიშა

საზღვაო აქსესუარების ახალი კოლექციით აღიჭურვა Women’s Secret, მოემზადეთ საზაფხულო რომანებისთვის, სახალისო თავგადასავლებისთვის და ამ წლის ყველაზე ტრენდული  - ყვითელი ფერის საცურაო კოსტიუმები მოიმარაგეთ, რომელიც ყველა გრადაციაში არის წარმოდგენილი: აგურისფერი, აისისფერი, ფორთოხლისფერი, ლიმონისფერი - ყველანაირი გემოვნებისთვის მარტივად ასარჩევი.

 

 

გარდა იმისა, რომ MANGO-ში დიდი ფასდაკლება უკვე დაიწყოზაფხულის ღია ფეხსაცმელების ულამაზეს კოლექციას გვთავაზობს 75 ლარიდან და საზღვაო აქსესუარებითაც გვანებივრებს. აქვე შეძლებთ დაწნული ჩანთების შეძენას ფასდაკლებით 59 ლარიდან.

 

 

და რა არის ფერადი კაბები, “პარეოები”, ზღვა, მზე და გართობა შესაფერისი აქსესუარების გარეშე - ბაფთების ბუმის კვალდაკვალ MANDARINA-ს მიაშურეთ, სადაც ზოლიანი და ყვავილებიანი ბაფთები 9 ლარად დაგხვდებათ. 9 ლარი ღირს  გრძელი, სადაფების მსგავსი საყურეებიც ოქროსფერსა და ვერცხლისფერში

 

 

ყვავილების პრინტი ჩანთებზეც აქტუალურია, ზურგჩანთები, “ქლათჩები”, ნაჭრის, მომცრო ზომის ჩანთები - ყველა გემოვნების ქალბატონებისთვის მაღაზია Accessorize საუკეთესო გადაწყვეტილებაა, სადაც თქვენთვის სასურველი ჩანთის შეძენას 27 ლარიდან შეძლებთ. მზეს სახე მაქსიმალურად რომ უნდა მოვარიდოთ და დამცავი კრემი ყოველთვის ვატაროთ, ეს ნამდვილად გეცოდინებათ, თუმცა მზისგან უფრო ლამაზად რომ დავიცვათ თავი, ჭილოფის და ნაჭრის ფერად ქუდებს შემოგთავაზებთ.

 

 

 

ყველასთვის სასიამოვნო შოპინგი

შოპინგი ზრდასრული ადამიანებისთვის ხშირად თერაპიაა, გართობაც და ერთგვარი დასვენებაც, განსაკუთრებით ისეთ სივრცეში, როგორიც “ისთ ფოინთია” - საკვები ობიექტებით, IMAX კინოთეატრით, ქალაქის ხმაურისგან მოშორებული და  სასეირნოდ სასიამოვნო გარემოთი. ზაფხულის ცხელ დღეებში - ნაყინი და გაყინული იოგურტი თოლიასადა Lolly-სგან  თქვენს შოპინგს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის, თუ თან პატარებიც გახლავთ.

 

 

მათთვის ვაჭრობის  პროცესი ხშირად მომაბეზრებელია, ამიტომ, თუ მათთან ერთად შოპინგს გეგმავთ, “ისთ ფოინთი” იდეალური არჩევანია, რადგან ყველა მაღაზია ერთ სივრცეშია განთავსებული, “ფოკუს მოკუსის” ჯადოსნური ატრაქციონებით და ნაყინით გულს რომ იჯერებენ, ვფიქრობთ, ხალისით წამოგყვებიან პატარები მათთვის დაგეგმილ საყიდლებზეც.

 

 

ყველანაირი სპორტული აქტივობა, სკეიტბორდი, ჰოვარბორდი, ჩოგბურთი, ველოსიპედით სეირნობა თუ ეზოში თამაში ორმაგად მხიარული და კომფორტულია Bambino-ს სპორტულ ფეხსაცმელთან ერთად, რომელთა საწყისი ფასი 39 ლარი გახლავთ, ხოლო თუ საზაფხულო ღია ფეხსაცმელების შერჩევას აპირებთ, 35 ლარად როგორც შავს, ასევე ფერად სანდლებს გადააწყდებით.

ჩვილებისთვის საუკეთესო აქსესუარები თუ გსურთ, Zippy Georgia იდეალური ადგილია. აქ  ბავშვებისათვის კომფორტულ და ხარისხიან მანქანის სავარძლებს შეარჩევთ, Zippy-ში სასეირნო საზაფხულო ეტლების დიდი არჩევანიც დაგხვდებათ 109 ლარიდან.

 

 

პატარებსაც სჭირდებათ ფერადი და სახალისო კოლექციის განახლება საზაფხულოდ, ზღვის კურორტზე დასასვენებლად, ამიტომ ჭილოფის ქუდები, ჩანთები, კეპები SERGENT MAJOR GEORGIA-ში შეარჩევინეთ თქვენს პატარებს.

 

ზღვის და დღესასწაულების დროა!

“ზღვის დროა!” - გვამცნობს KOTON და ამ სეზონისთვის აქტუალურ პრინტიან ტოპებს 9 ლარიდან გვთავაზობს, მამაკაცის საცურაო კოსტიუმების ფასი 29 ლარიდან იწყება, ქალბატონების - 35 ლარიდან.

 

 

2019 წლის ზაფხულის კოლექციაზე ცნობილმა მოდის ინფლუენსერმა არზუ საბანჯიმ იმუშავა, მას სოციალურ ქსელებში 500 000-მდე მიმდევარი ჰყავს და ცნობილ პოპ ვარსკვლავთან, ბიონსესთანაც უმუშავია. არზუს მთავარი მიზანი წელს ნატურალური ქსოვილებისგან შეკერილი სამოსია. ამ კოლექციიდან კლასიკური ზედატანის შეძენას 35 ლარიდან შეძლებთ.

 

 

#PartyWear კოლექციაც განახლებულია, ამიტომ, თუ უახლოეს პერიოდში  სადღესასწაულო ივენთი მოგადგათ კარს, იცით, რომელ მაღაზიასაც უნდა ესტუმროთ და შეარჩიოთ კაბები 49 ლარიდან.

 

აღბეჭდე მოგონებები

დღესასწაულების, საინტერესო თავგადასავლების, საზღვარგარეთ მოგზაურობების და ლაშქრობების სეზონიც დგება ზაფხულთან ერთად, ყველას გვინდა სასიამოვნოდ გატარებული დღეები და მოგონებები სამუდამოდ დაგვრჩეს მახსოვრობაში.

 

 

საუკეთესო ხერხი, რა თქმა უნდა, ფოტოები და ვიდეოებია, ამიტომ პროფესიონალური და სამოყვარულო აპარატებისთვის ELIT ELECTRONICS-ს მიაშურეთ. Canon 4000D-ს შეძენა 18 მეგაპიქსელით  850 ლარად შეგიძლიათ, თუ სამოყვარულო ტიპის კამერას ეძებთ, SONY-ის ფოტო აპარატებს 260 ლარიდან შეარჩევთ.

 

თუ თქვენც ჩვენსავით  თვალწინ დაგიდგათ ბრჭყვიალა, ოქროსფერი და გრძელი, ნათელი ღამეებით სავსე ზაფხული, მიჰყევით ბმულს და საუნდტრეკთან ერთად შეუდექით სასიამოვნო შოპინგს:

 

გამოწერა
დაგვიტოვე შენი ელ ფოსტა და გაიგე პირველმა ჩვენს ფასდაკლებებზე, ღონისძიებებზე და გართობაზე. ასევე მიიღე რჩევები შოპინგზე, მოდაზე და სხვა სიახლეებზე.
დიდი მადლობა, ელფოსტა მიღებულია