ბლოგი

იქ, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეშია

5 სექტემბერი, 2019

ავეჯის ყველაზე დიდი ჰაბი

 შოპინგის, გართობის და დასვენების ქალაქი 1 სექტემბერს განსაკუთრებული სიახლეებით შეხვდა - ყველაფერი ერთ სივრცეში - ისთ ფოინთში ავეჯის ყველაზე დიდი ჰაბი გაიხსნა.

Comforter, Mobler, ავეჯის სალონი “მარკო”, Enza Home Georgia, “ახალი ნათება” და “ფორუმი ახალი ნათებისგან”. მხოლოდ ინატრე და არჩევანის მრავალფეროვნება ნამდვილად თავბრუს დაგახვევთ, ერთმანეთის გვერდით ყველა საჭირო ავეჯი, აქსესუარი და ნივთია, რომელიც თქვენი სახლისთვის გჭირდებათ. თუ სახლი ახლახან შეიძინეთ, ან შემოდგომის დადგომას ახალი ინტერიერით ხვდებით, “ისთ ფოინთი”  ის ადგილია, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ. ადვილი შესაძლებელია, დათვალიერების დროს დაუგეგმავადაც მოგინდეთ სასიამოვნო ცვლილებები.


Mobler მუდმივად განახლებად კოლექციებს გთავაზობთ, კოლექციების დიზაინი ევროპაში იქმნება და იწარმოება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 

Comforter-ში წარმოდგენილია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის, გერმანული, იტალიური, პოლონური, უკრაინული და თურქული, უმაღლესი ხარისხის და საუკეთესო დიზაინის 15 სხვადასხვა ბრენდის მუდმივად განახლებადი 15,000-მდე სახეობის პროდუქცია

 

ავეჯის სალონი MARCO ხშირად გაგანებივრებთ შეთავაზებებით, ხის ულამაზესი ავეჯით და შთამბეჭდავი შოურუმით.

 

Enza Home - დახვეწილი და თანამედროვე დიზაინის ავეჯი, ადგილი, სადაც თინეიჯერიც იპოვის სასურველი ინტერიერის ნივთებს და მოზრდილიც - ავეჯი, ტექსტილი, ბალიშები და მატრასი - სივრცე ნებისმიერი გემოვნების ადამიანებისთვის. 

 

ახალი ნათების და ფორუმის ერთობლივი ფილიალიც გელოდებათ, სადაც განათებების დიდი არჩევანის გარდა, ავეჯის და აქსესუარების ყიდვასაც შეძლებთ.

შემოდგომის დადგომა აღვნიშნეთ უამრავი სტუმრით, ხელსაყრელი ფასდაკლებებით, Sound Lab-ის კონცერტით, “ილუზიების ოთახით” და რაც მთავარია, პირველი 100 მყიდველი დავასაჩუქრეთ. 

 

Back To School 

ახალი და მოდური სამოსით დაბრუნება სკოლაში განსაკუთრებით სასიამოვნო პროცესია - შოპინგი, რომელიც ყველა მოზარდს უყვარს. “ისთ ფოინთში” უკვე დაიწყო სეზონისთვის განსაკუთრებული მზადება, ახალი კოლექციებისა და ფასდაკლებებისკენ გიდობას ისევ გაგიწევთ:

MANGO მთელი ოჯახისთვის გთავაზობთ 70%-იან ფასდაკლებას, MANGO Kids-ში კი სკოლის მოსწავლეები შეარჩევენ სასურველ სამოსს, ბაღის ასაკის პატარებისთვისაც კი დიდი არჩევანი დაგხვდებათ.   

 

ბავშვები სკოლისკენ “ჰერი-ჰერის” ვერ შემოსძახებენ, თუ ფეხზე კომფორტული და თანამედროვე ფეხსაცმელი არ აცვიათ. მაღაზია Geox გთავაზობთ ფეხსაცმელებს, რომლებიც თქვენი შვილების ჯანმრთელ ზრდას უწყობს ხელს, ახალი კოლექციის დასათვალიერებლად აუცილებლად შეიარეთ პატარებთან ერთად  და 89 ლარიდან შეარჩიეთ უმაღლესი ტექნოლოგიით შექმნილი საბავშვო ფეხსაცმელები

.  

“ვბრუნდებით სკოლაში” - ამ სლოგანით გვატყობინებს მაღაზია New Yorker, რომ იქ მზად არიან სკოლისთვის შეგმოსონ. ააწყვეთ სასურველი “ლუქი” - შავი ქვედაბოლოების შეძენას 25 ლარად შეძლებთ, შავი, თეთრზოლებიანი გეტრები - 17 ლარადაა, მოდური ზურგჩანთების ფასი 56 ლარიდან იწყება, თეთრი კედებისა - 70 ლარიდან. ბიჭებს თეთრი პერანგები დახვდებათ 36 ლარიდან, და თუკი თეთრი თქვენი ფერი არაა, არც სხვა ფერების ნაკლებობაა, “პოლო” მაისურებს 25 ლარიდან შეარჩევთ.

 

“Back To School” -  Levis-ის ვიტრინებიდანაც მოჩანს, სადაც ზურგჩანთების შეძენას 139 ლარიდან შეძლებთ, იქვე შეარჩევთ ტყავის ქამრებს 69 ლარიდან, ფასდაკლებით, 79 ლარიდან შეიძენთ კედებსაც. 
Dressup გთავაზობთ - 20%-იან ფასდაკლებას ყოველ მეორე შენაძენზე, - 30%-იან ფასდაკლებას მიიღებთ ყოველ მესამე შენაძენზე მაღაზიებში: Guess, Lacoste, Levi’s, Lee, Wrangler, Mavi, Jeans Gallery, FActory. 
ბიჭები, რომლებსაც, შოპინგი დიდად გულზე არ ეხატებათ, ერთ სივრცეში შეძლებენ იპოვონ ის, რაც მათ სურთ.

 

დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის ქართული ბრენდი NIKOLI გთავაზობთ ულამაზეს ფორმებს - თეთრი პერანგების ფასი 29 ლარიდან იწყება, კუბოკრული მინი ქვედაბოლოებისა - 35 ლარიდან, ბიჭებისთვის შარვლები - 39 ლარიდანაა. სასკოლო პიჯაკების ფასი 69 ლარიდან იწყება. გოგონებს შეუძლიათ შეარჩიონ თმის აქსესუარებიც 3 ლარიდან.

 

სასკოლო შოპინგისას  ZARA KIDS-ის  ნუ ჩაუვლით - აქ კაბების, შარვლების და პიჯაკების დიდი არჩევანია. ჯინსის ქვედაბოლოების, პერანგების და მთლიანი კაბების ფასი 59 ლარიდან იწყება, კუბოკრული კომბინეზონების შეძენას 79 ლარიდან შეძლებთ, ნაჭრის კომფორტული და ფერადი შარვლების ფასი 29 ლარიდან იწყება, 29 ლარადვე შეგიძლიათ შეიძინოთ შემოდგომის ფერებით გაწყობილი ბლუზები. 

ქართული ბრენდი AEMBI გთავაზობთ იმას, რაც ყველა ბავშვს გაუხალისებს სასწავლო პროცესს - ულამაზესი, ფერადი, ნაირ-ნაირი რვეულები, წიგნაკები, ჟურნალები, სახატავი ფურცლები, კალენდრები, მგეგმავები, სანიშნეები... რთულია “თავი დაიხსნა” ამ ულამაზესი ფურცლებიდან. რვეულების ფასი იწყება 3.50 ლარიდან, სახატავები - 5.50 ლარადაა, წიგნაკები -  3.50-ად. სახატავები ბიჭებისა და გოგონებისთვისაც - 4.50 ლარად.

 

მოემზადე სასკოლოდ ისთ ფოინთში და მიიღე საჩუქრები ფოკუს მოკუსში

 

როგორც ყოველთვის, სიურპრიზების და საჩუქრების გარეშე არც ამჯერად ვხვდებით ახალი თვის დადგომას: იშოპინგე სასკოლოდ ისთ ფოინთში და დასაჩუქრდი!

უკლებლივ ყველა ბილეთი მოგებიანია და თან რას გთავაზობთ? - შეიძინეთ სასკოლო ნივთები ისთ ფოინთში, წარადგინეთ 50-ლარიანი ქვითარი ფოკუს მოკუსის საინფორმაციოში, იმხიარულეთ და მოიგეთ:

  • ატრაქციონებზე გართობა
  • ფოკუს-მოკუსის და ისთ ფოინთის სასაჩუქრე ბარათები
  • უამრავი პრიზი ისთ ფოინთის მაღაზიებისგან

 

დადგა შემოდგომა სიახლეებით, ახალი გამოცდილებებით, სასკოლო ჟრიამულით და გიტოვებთ შესაბამის, ენერგიულ და სასიამოვნო კომპოზიციას:

 

გამოწერა
დაგვიტოვე შენი ელ ფოსტა და გაიგე პირველმა ჩვენს ფასდაკლებებზე, ღონისძიებებზე და გართობაზე. ასევე მიიღე რჩევები შოპინგზე, მოდაზე და სხვა სიახლეებზე.
დიდი მადლობა, ელფოსტა მიღებულია