ბლოგი

From East Point with LOVE

13 თებერვალი, 2019

 

ამბობენ, რომ ვალენტინობის დღესასწაულის რომანტიკული საწყისები ერთი უბრალო მღვდლისგან მოდის, რომელიც აკრძალვის მიუხედავად, შეყვარებულ წყვილებს მაინც აქორწინებდა. სწორედ მისი სახელი ეწოდა ვალენტინობის დღესასწაულს და ყოველ 14 თებერვალს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, წყვილები საჩუქრებით ცდილობენ გამოხატონ სიყვარული. თუმცა, ფინეთში ამ დღეს “მეგობრების დღეს” უწოდებენ,   სიმბოლურ ნივთებს  ერთმანეთს მეგობრებიც ჩუქნიან და დროსაც მათთან ერთად ატარებენ.

 

ამერიკაში წელს ვალენტინობაზე 30 მილიარდი დოლარის დახარჯვას ვარაუდობენ, რაც წინა წლებთან შედარებით, რეკორდული მაჩვენებელია. ისე, ცნობისთვის, სტატისტიკურად მამაკაცები უფრო მეტ თანხას ხარჯავენ სიყვარულის დღეს, ვიდრე ქალები (მამაკაცები - $357,  ქალები - $206).

 

გახსოვთ? “ჰოგვორსტში” ვალენტინობის დღესასწაულზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა შოკოლადების ყუთი “სიყვარულის ელექსირის” შიგთავსით. მისი დაგემოვნების შემდეგ მუხლები ეკვეთებოდათ და მუცელში პეპლები უჩნდებოდათ. ჩვენთან შოკოლადიც მოიპოვება, თუმცა ერთი დაყნოსვით შეყვარების “ელექსირი” მარტივად შეიძლება გახდეს არა საკონდიტრო ნაწარმი, არამედ Miss Dior-ის  პარფიუმი, რომელიც პირველ პაემანზე ყვავილებით მორთულ ალუბლის ბაღში სეირნობას ჰგავს. შეიარეთ პარფიუმერულ მაღაზია “ლუტეციაში” იმ განსაკუთრებული არომატის აღმოსაჩენად, რომელიც ყოველთვის გაახსენებს ადრესატს ამ დღეს და თქვენს თავს. აქ ცნობილი პარფიუმერული თუ კოსმეტიკური ბრენდების გარდა ნიშური სუნამოების არჩევანიც გაჩნდა.  

 

 

ვალენტინობის დღეს განსაკუთრებულ ნივთებს შორის პირველობას არ თმობს სამკაული. მსოფლიო მასშტაბით  ის ყველაზე გაყიდვადი და სასურველი საჩუქარია ქალისთვის.

ნატურალური ქვებით და ბუნებრივი მინერალებით შექმნილ ყველა სამკაულს თავისი ისტორია აქვს.  მთვარის ქვა, ზღვის ნიჟარა, ბოლისფერი კვარცი, მზის ქვა - საოცარი, ახალი სამყაროს აღმოჩენასავით ჟღერს ახალი კოლექცია MARBELLA-სგან, რომელსაც ისთ ფოინთში ფრანგული ბრენდი - Nature Bijoux  გვთავაზობს. ასევე საყვარელი ადამიანის ფავორიტი ფერების ცოდნაც საკმარისია იმისთვის, რომ სასურველ კოლექციას მიაგნოთ  Mandarina-ს მაღაზიაში. აქ ყველა მასალა ბუნებაშია მოპოვებული და  ხელითაა დამუშავებული.

 

 

სიყვარულის საუკეთესო გამოხატულება საყვარელ ადამიანზე ზრუნვაა. ხშირად მისი დროის, რესურსის დაზოგვა და კომფორტის შექმნა არანაკლებ სასიამოვნოა, ვიდრე თაიგულის, სუნამოს თუ ძვირად ღირებული აქსესუარის ჩუქება. აბა დაფიქრდით, რა უფრო გაახარებს  დიასახლისს,  გემრიელი, თუნდაც რომანტიკული ვახშმის შემდეგ, ყვავილები თუ “ელექტროლუქსის”  ჭურჭლის სარეცხი მანქანა?

იქიდან გამომდინარე, რომ ისთ ფოინთი ჩვენს ქალაქში ტექნიკის მაღაზიების ყველაზე დიდი წარმომდგენია, არჩევანის გაკეთება  აქ ნამდვილად არ უნდა გაგიჭირდეთ. თუმცა არა, აქვე ჩავასწორებთ: არჩევანი სავაჭრო ქალაქში იმდენად დიდი და კარგია,  რომ ამ შემთხვევაში საუკეთესოთა შორის საუკეთესო საჩუქრის ასარჩევად, სხვა ნივთებთან შედარებით, ცოტა მეტი დრო დაგჭირდებათ. 

 

 

ინტერიერი, რომელშიც ცხოვრობთ და ნივთები, რომლებიც ამ ინტერიერს ქმნიან, ადამიანსა და მის ხასიათზე ბევრ რამეს გვიამბობენ. ამიტომ, რთული გამოსაცნობი არ იქნება საყვარელი ადამიანის გამორჩეულ კუთხეს რა ნივთს დაუტოვებდით სახსოვრად -  ფოტოალბომს და ჩარჩოს, სადაც ერთად გატარებული სასიამოვნო მოგონებებია აღბეჭდილი, დასადგამ საათს, რომელზეც უკანა მხარეს სიმბოლური წარწერა შეგიძლიათ დაუტოვოთ, საწოლის თეთრეულის კომპლექტს თქვენი პარტნიორის  საყვარელ ფერებში თუ  პუნშის ან სანგრიას მოსამზადებელ ჭურჭელს. ზემოთ ჩამოთვლილი ნივთებისთვის ჩვენთან მაღაზია Madame Coco-ა, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ.

 

 

14 თებერვალს გულის ფორმის ნივთის ჩუქება ფაქტობრივად ტრადიციაა. გადაწყვეტილება მარტივია, თუმცა ბანალური რომ არ გამოვიდეს, დახვეწილი და  თან ტრენდული საჩუქრისთვის მაღაზია PANDORA-ს  მიაკითხეთ. სპეციალურად ამ დღისთვის სიყვარულით შთაგონებული კოლექცია ყველა სახის აქსესუარშია გამოხატული: სამაჯურებში, ბეჭდებში, ყელსაბამებში...

 

 

 

ქალისთვის საყვარელ საჩუქარზე როცა ვსაუბრობთ, წარმოუდგენელია, გვერდი ავუაროთ ლამაზ თეთრეულს, რომელიც ხაზს უსვამს მის მომხიბვლელობას და ქალურობას, ქალის გულის მოგების საიდუმლო ხშირად სწორად შერჩეული საჩუქარიც შეიძლება გახდეს, იქნებ ამ საიდუმლოს „გასაღები“ თეთრეულის მაღაზია WOMEN’S SECRET-ში  აღმოაჩინოთ.

 

 

Black Mirror-ების განვითარების ერაში, როდესაც ყოველ წუთს დავცქერით თუნდაც საკუთარ მობილურს, მაჯის საათი მაინც რჩება სასურველ, ყოველდღიურ აქსესუარად, განსაკუთრებით -  მამაკაცებისთვის. შეიძლება ინსტინქტურად სმარტფონს დახედონ დროის დასაზუსტებლად, თუმცა, როგორც აქსესუარი - საათი მაინც შეუცვლელია.

ART TIME-ში ცნობილი ქართველი დიზაინერის, ზვიად ციკოლიას ორიგინალური დიზაინის საათების შეძენაც შეგიძლიათ. თუ კლასიკური გემოვნების მამაკაცისთვის არჩევთ, დახლზე Versace, Calvin Klein და Tissot  არიან წარმოდგენილი.

 

 

ბოლო დროს თავის მოვლით მამაკაცები ქალებს ნამდვილად აღარ ჩამორჩებიან, განსაკუთრებით კი ჩვენს ეპოქაში, როცა მოზრდილი წვერი  მომხიბვლელადაც კი ითვლება. თუ თქვენმა პარტნიორმაც ამ ეტაპზე ლამბერობა გადაწყვიტა, ვალენტინობის დღისთვის Beard.ge  უნდა მოინახულოთ. აქ შეგიძლიათ დემოკრატიულ ფასად  ორგანული მცენარეული ზეთებისგან დამზადებული ცვილები, ბალზამები, შამპუნები, საპნები და ყველა სახის აქსესუარი შეიძინოთ.

 

 

რჩევები სიყვარულის დღესთან დაკავშირებით Nujabes – Love Sic-ის ფონზე გაგიზიარეთ, და ვფიქრობთ, საყვარელი მუსიკის მძლავრი ბითებით მოსმენა განუსაზღვრელი სიამოვნებაა, ასეთ დროს შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას წარმოიდგინოთ თქვენი თავი საყვარელ ადამიანთან ერთად. სუპერკომფორტული გაბარიტებით, გარე სამყაროსგან მაქსიმალური განცალკევებით და მხოლოდ მუსიკასთან ყოფნით, თამამად გირჩევთ MARSHALL MAJOR HEADPHONE-ებს ZOMMER-ის ქსელში.

 

 

დაბოლოს, თუკი არჩევანის გაკეთება თავად გიჭირთ, ან, უბრალოდ, დრო არ გაქვთ ამხელა ცენტრში სასიარულოდ, სპეციალურად თქვენთვის სასაჩუქრე ბარათები შემოვიღეთ. შეიძინეთ ნებისმიერი თანხის Gift Card სავაჭრო ცენტრის პირველ სართულზე და მიანდეთ საჩუქრის არჩევა საყვარელ ადამიანს.

 

 

14 თებერვალი ალბათ ის დღეა, როდესაც მთელ მსოფლიოში ყველაზე ხშირად ისმის ან იკითხება სიტყვა “მიყვარხარ”.  სიყვარულის დღეს  მთელი გულით შერჩეული საჩუქარი საუკეთესო გზაა ამ სიტყვის განსაკუთრებულად გადმოსაცემად.

 

მოდი East Point-ში!  

აქ სიყვარულით გელიან!

From East Point with LOVE <3

გამოწერა
დაგვიტოვე შენი ელ ფოსტა და გაიგე პირველმა ჩვენს ფასდაკლებებზე, ღონისძიებებზე და გართობაზე. ასევე მიიღე რჩევები შოპინგზე, მოდაზე და სხვა სიახლეებზე.
დიდი მადლობა, ელფოსტა მიღებულია