მოვემზადოთ ახალი წლისთვის

მართალია წელს ყველაფერი უჩვეულოა, თუმცა ერთ რამეში ვფიქრობთ ყველა დაგვეთანხმებით - ძალიან გვეჩქარება, რომ 2020 წელი სწრაფად დასრულდეს! 

თუმცა არც საახალწლო ტრადიციების დავიწყება იქნება კარგი, თან უკვე დროა მომზადებაც დავიწყოთ. 

 

საშობაო ფლეილისტი

პირველ რიგში აუცილებლად გვჭირდება საშობაო სიმღერების კრებული, რომელიც

შესანიშნავ განწყობას შეგიქმნით სახლში ფუსფუსისას თუ მანქანით მგზავრობისას

 

 

ორცხობილის სახლები 

ჯინჯერის არომატული სახლების გამოცხობა და მორთვა ნამდვილად საახალწლო პროცესის 

აუცილებელი ნაწილია! ჩართეთ ამ საქმიანობაში პატარებიც, დარწმუნებული ვართ შესანიშნავ დროს გაატარებთ

 

მორთეთ ყველაფერი! 

ფიქრობთ, რომ კარზე საშობაო გვირგვინის დამაგრება და ნაძვის ხის მორთვა ჯერ ადრეა?! 

სულაც არა! მორთეთ თაროები, გააფორმეთ ინტერიერი

ციმციმა შუქებით, გაალამაზეთ აივანი და შესანიშნავი განწყობა გარანტირებულია! 

 

მოაწყვეთ საახალწლო ფილმების კინოჩვენება შინ 

მნიშვნელობა არ აქვს რამდენჯერ გაქვთ საახალწლო ფილმები ნანახი, მთავარი

განწყობაა! მოიმარჯვეთ სასუსნავები და ჩაუჯექით 

 

შეარჩიეთ საახალწლო მენიუ 

უკვე მოიფიქრეთ საახალწლოდ რას მოამზადებთ? ტრადიცული თუ თანამედროვე მენიუ? 

მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია ახალ წელს იმ ადამიანებთან ერთად შეხვდეთ, ვინც ყველაზე

მეტად გიყვართ. მენიუ კი ჩვენი აზრით მინიმალისტური და ორიგინალური ჯობს

 

მოამზადეთ ცხელი შოკოლადი

გარდა იმისა, რომ დეკემბრის სუსხში ცხელი სასმელი ნამდვილი მისწრებაა, 

შოკოლადი ორგანიზმს ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებაში ეხმარება. თანაც

წარმოუდგენელია საახალწლო ფილმების ყურება ცხელი შოკოლადის გარეშე! 

 

საჩუქრები! 

ჩვენი აზრით ახალი წლის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ნაწილი საჩუქრების შერჩევა და 

საყვარელი ადამიანების გახარებაა! მოიფიქრეთ რითი გაახაროთ ისინი, ვინც ყველაზე მეტად გიყვართ, 

საჩუქრების შესაძენად კი იდეალური ადგილი ისთ ფოინთია. 

 

  • გაზიარება:
  • Facebook share icon
  • Twitter share icon
გამოწერა
დაგვიტოვე შენი ელ ფოსტა და გაიგე პირველმა ჩვენს ფასდაკლებებზე, ღონისძიებებზე და გართობაზე. ასევე მიიღე რჩევები შოპინგზე, მოდაზე და სხვა სიახლეებზე.
დიდი მადლობა, ელფოსტა მიღებულია