როგორ ავირიდოთ ნიღბით გამოწვეული კანის გაღიზიანება

ალბათ არასდროს ყოფილა პირბადის ტარება ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც დღეს. გარდა იმისა, რომ პირბადე კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, 

მას თავისი უარყოფითი მხარეც აქვს, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს კანზე აისახება. გაეცანით რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან რჩევას იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ კანის გაღიზიანება და გამონაყარი. 

 

ხშირად შეიცვალეთ პირბადე 

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პირბადე, რაც შეიძლება უსაფრთხოდ და ხშირად შეიცვალოთ, მინიმუმ 2-ჯერ მაინც დღეში.

შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ქსოვილის პირბადე, ასევე სამშრიანი, ქირურგიული ერთჯერადი ნიღბებიც, მთავარია სწორად გაიკეთოთ

და იყოს სტერილურად სუფთა. პირბადე ქმნის ერთგვარ მიკროკლიმატს, ათბობს ჰაერს, რიგს გამოც ფორები ფართოვდება და კანი დაუცველი ხდება 

მიკრობების მიმართ. 

 

კანის მოვლა და პროდუქტები 

 

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი გამონაყარისგან თავის ასარიდებლად არის კანის მაქსიმალური სისუფთავე. თუ დიდი ხნით გიწევთ პირბადის ტარება,

დროებით უარი თქვით დეკორატიულ კოსმეტიკაზე და მძიმე მაკიაჟზე, მიეცით კანს სუნთქვის საშუალება და რაც მთავარია აუცილებლად საფუძვლიანად გაასუფთავეთ კანი.

სახის დაბანის შემდეგ ექსპერტები გვირჩევენ გამოვიყენოთ პროდუქტები, რომელიც თეთრ თიხას შეიცავს. თეთრი თიხა აშორებს კანს ზედმეტ ცხიმს, რაც კარგი ნიადაგია

მიკრობებისთვის, ავიწროებს ფორებს, ხელს უწყობს კანის აღდგენას და მისი ერთგვაროვანი ტექსტურის შენარჩუნებას. თეთრი თიხის შემცველი ნიღაბი, რომელიც სეგიძლიათ

გამოიყენოთ მთლიან სახეზე ან წერტილოვნად ORIGINS OUT OF TROUBLE 10 MINUTE MASK, შეგიძლიათ შეიძინოთ ისთ ფოინთში, პარფიუმერულ მაღაზია ლუტეციაში. 

 

დასაბანი საშუალებები 

როგორც აღვნიშნეთ კანის საფუძლვლიანი სისუფთავე ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია სწორად, კანის ტიპის მიხედვით

შეარჩიოთ დასაბანი საშუალება, რომელიც შეგიძლიათ დილას და საღამოს გამოიყენოთ. ყურადღება უნდა მივაქციოტ შემცველობასაც,

მოერიდეთ დასაბან საშუალებებს, რომელიც შეიცავს საპონს, რათა თავიდან აირიდოთ კანის გამოშრობა. 

 

 

 

  • გაზიარება:
  • Facebook share icon
  • Twitter share icon
გამოწერა
დაგვიტოვე შენი ელ ფოსტა და გაიგე პირველმა ჩვენს ფასდაკლებებზე, ღონისძიებებზე და გართობაზე. ასევე მიიღე რჩევები შოპინგზე, მოდაზე და სხვა სიახლეებზე.
დიდი მადლობა, ელფოსტა მიღებულია