როგორ დავიცვათ კანი მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან?

უკვე ნამდვილი გაზაფხულია, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ ბევრი მზიანი დღე გველოდება. ასეთ დღეებში კი ჩვენს კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

გაზაფხულზე აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ კანის მოვლის რუტინას და აუცილებლად გამოვიყენოთ მზის მავნე სხივებისგან დამცავი საშუალება - SPF

 

აქვე რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი თუ რატომ უნდა იყოს SPF ჩვენი კანის მოვლის რუტინაში:

 

1. SPF-ის უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა დაიცვას ჩვენი კანი კიბოთი დაავადებისგან. მაშინაც კი თუ გარეთ წვიმს და მზიანი ამინდი არ არის

ან შინიდან მუშაობთ SPF-ის გამოყენება აუცილებელია, რადგან ის გიცავთ მზის მავნე სხივების ზემოქმედებისგან.

 

2. თუ დიდხანს გიწევთ მზის პირდაპირი სხივების ქვეშ ყოფნა ან უბრალოდ ნამზეურის მიღება გსურთ SPF დაგიცავთ

დამწვრობებისა და თერმული გადახურებისგან, რომელიც უამრავ უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს. აქვე გაითვალისწინეთ, რომ

თუ მზის აბაზანის მიღებისას ცურავთ, საჭიროა ხელახლა დაიტანოთ კანზე დამცავი საშუალება.

 

3. დედამიწას ოზონის შრე აკრავს, რომელიც იცავს მას მზის პირდაპირი სხივებისგან, მაგრამ გარემოს

დაბინძურებისა და სხვა მიზეზების გამო ოზონის შრე რღვევას განიცდის, რაც იმას, ნიშნავს, რომ ულტრაიისფერი სხივები

ატმოსფეროშიც აღწევს და აზიანებს კანს.

 

4. SPF-ის რეგულარული გამოყენება ამ სხივების მავნე ზემოქმედებისგან დაგიცავთ

მნიშვნელობა არ აქვს თქვენი კანის ფერის და ტიპს. შესაძლოა მზეზე ადვილად არ იწვებით, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ

თქვენი კანი მეტადაა დაცული. SPF-ით სარგებლობა რეკომენდებულია ნებისმიერი ტონის და ტიპის კანისთვის.

 

5. SPF-ით სარგებლობა არამხოლოდ გიცავთ კანის დაავადებებისგან, არამედ გიცავთ ნაადრევი დაბერების ნიშნებისგანაც,

რადგან მზის სხივები იწვევს კანის ფერის ცვლილებას, ჭორფლის, წვრილი ხაზებისა და ნაოჭების განვითარებას.

 

6. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აუცილებლად უნდა მისცეთ მაგალითი ბავშვებს და პატარა ასაკიდანვე შეაჩვიოთ SPF-ით სარგებლობას,

რათა დარწმუნებული იყოთ, რომ მათი კანი დაცულია საშიში დაავადებებისგან.

 

7. თუ ჯერჯერობით ვერ შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი მზისგან დამცავი საშუალება, ფარ-ხმალი არავითარ შემთხვევაში არ დაყაროთ,

რადგან დღესდღეობით ყველანაირი ფორმულის და კონსისტენციის SPF-ი შეგიძლიათ შეარჩიოთ. ჩვენი რჩევა იქნება უპირატესობა მიანიჭოთ

მინიმუმ SPF 30-ს და ყურადღება მიაქციოთ, რომ დეკორატიულ კოსმეტიკას, რომელსაც ყოველდღე იყენებთ, მაგალითად ტონალურ კრემს, აგრეთვე ჰქონდეს SPF.

 

 

წყარო: www.vogue.com 

  • გაზიარება:
  • Facebook share icon
  • Twitter share icon
გამოწერა
დაგვიტოვე შენი ელ ფოსტა და გაიგე პირველმა ჩვენს ფასდაკლებებზე, ღონისძიებებზე და გართობაზე. ასევე მიიღე რჩევები შოპინგზე, მოდაზე და სხვა სიახლეებზე.
დიდი მადლობა, ელფოსტა მიღებულია