როგორ მოვამზადოთ პანეტონე

სულ მალე აღდგომის დღესასწაულია. გთავაზობთ პანეტონეს, ტრადიციული იტალიური ტკბილეულის რეცეპტს, რომელიც

დაამშვენებს თქვენს სადღესასწაულო სუფრას. 

 

ინგრედიენტები:

3 ჭიქა ფქვილი
3 კვერცხი
1/4 ჭიქა თბილი წყალი
1/4 ჭიქა თბილი რძე 
საფუარის 1 პაკეტი
5 სუფრის კოვზი კარაქი 
1/2 ჭიქა შაქარი
1 დიდი ფორთოხლის ცედრა
1 ლიმონის ცედრა 
1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
1 ჩ/კ მარილი
1/2 ჭიქა ოქროსფერი ქიშმიში
1/2 ჭიქა მუქი ქიშმიში
1/4 ჭიქა ცუკატები ან ციტრუსის დაშაქრული კანი 

 

მომზადება: 

1) პატარა ზომის ჭურჭელში შეურიეთ ერთმანეთს წყალი და რძე დაუმატეთ 1 კოვზი შაქარი და ფქვილი, შეურიეთ.

მოაყარეთ თავზე საფუარი და გადააფარეთ თავზე სუფთა ჩაის ტილო. დაელოდეთ დაახლოებით 30 წუთი, მასა უნდა გაორმაგდეს. 

 

2) ცალკე ჭურჭელში შეურიეთ ერთმანეთს: კვერცხი, შაქარი, ვანილი, ფორთოხლის და ლიმონის ცედრა და შეურიეთ. 

დაუმატეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი, წინასწარ მომზადებული საფუარი, ფქვილი და მარილი  და რბილი, წებვადი ცომის მიღებამდე ურიეთ მიქსერით ან მოზილეთ. 

 

3) გადმოიტანეთ ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე, მსუბუქად მოზილეთ, დაუმატეთ ქიშმიში, ცუკატები და  ზეთწასმულ ღრმა ჭურჭელში მოათავსეთ.

თუ პანეტონეს ცომს ზეთს თავზეც გადაუსვამთ თავიდან აიცლებთ მის გამოშრობას. 

 

4)  დადგით ცომი თბილ ადგილას სანამ სულ მცირე 2 ჯერ მაინც არ მოიმატებს მოცულობაში. ამის შემდეგ გაანაწილეთ ცომი მსუბუქად ცხიმწამულ ფორმაში

და დაელოდეთ სანამ კარგად არ ამოვა. 

 

5) გამოაცხვეთ 175 - 180 გრადუსზე დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში. შეაგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე 20-30 წუთით და ნამდვილი იტალიური პანეტონე მზადაა!

 

  • გაზიარება:
  • Facebook share icon
  • Twitter share icon
გამოწერა
დაგვიტოვე შენი ელ ფოსტა და გაიგე პირველმა ჩვენს ფასდაკლებებზე, ღონისძიებებზე და გართობაზე. ასევე მიიღე რჩევები შოპინგზე, მოდაზე და სხვა სიახლეებზე.
დიდი მადლობა, ელფოსტა მიღებულია