საახალწლო ფილმები
2020-მა გეგმები თავდაყირა დააყენა, მაგრამ დროა მხოლოდ კარგზე ვიფიქროთ და საახალწლო განწყობა შევიქმნათ. გთავაზობთ რამდენიმე ფილმს, რომელიც დარწმუნებული ვართ
პოზიტიური, ნამდვილი საახალწლო მუხტით აგავსებთ
სტოუნების ოჯახი | The Family Stone
რა არის ოჯახური შეკრება დრამების, ხუმრობების და სკანდალების გარეშე განსაკუთრებით
ახალი წლის წინ? აუცილებლად მოიწყვეთ საოჯახო კინო ჩვენება, ეს ფილმი უამრავ ემოციას გპირდებათ!
ინტუიცია | Serendipity
წარმოიდგინეთ ნიუ იორკი, შობა, გადატვირთული სავაჭრო ცენტრი და საახალწლო საყიდლებისას
დაწყებული ძალიან უცნაური სიყვარულის ამბავი, ანუ ამბავი, სადაც ჯონათან ტრეიგერი თავისი
ცხოვრების სიყვარულს იპოვის?!
ნოელი | Noel
ამ ფილმში ყველაფერია: საშობაო სასწაული, ადამიანური გრძნობები, სიყვარული, მეგობრობა
და ჰოლივუდის მთელი თანავარსკვლავედი
თქვენთვის წერილია | You've Got The Mail
თუ რაიმე სასწაული მოხდა და შემთხვევით ეს ფილმი არ გაქვთ ნანახი - თქვენი ნამდვილად გვშურს!
ყველაზე კეთილი, რომანტიკული, საშობაო ფილმების სიაში ეს ფილმი ნამვილად ლიდერია! თუ ნანახი
გაქვთ, მაინც უნდა ჩაუსხდეთ და შესანიშნავი განწყობაც გარანტირებულია!
გიყვარდეთ კუპერები | Love The Coopers
თავდაყირა დაყენებული გეგმები, ოჯახური ისტორიები, პირველი სიყვარული, შობა
და მსუქანი ცუგა - ამ ფილმის ბოლოს კუპერები შეგიყვარდებათ და საახალწლო
განწყობაც გარანტირებულია