8 ბუნებრივი მეთოდი უკეთესი ძილისთვის

ძილის დეფიციტი სერიოზული საკითხია და როგორც ყველა

რთულ საკითხს ამ საკითხსაც ორგანიზებულად უნდა მივუდგეთ.

 

გამოყავით დრო ძილისთვის

აწარმოეთ დღიური, გადახედეთ თქვენს განრიგს და გამონახეთ დრო

სრულფასოვანი ძილისთვის. თუ შესაძლებელია 20 წუთითმაინც მიეცით თავს

მოდუნების საშუალება დღის განმავლობაში. ეს საგრძნობლად

აუმჯობესებს განწყობას და ორგანიზმს ენერგიით ავსებს

 

 

 

 

მედიტაცია

იმისათვის, რათა მშვიდად და უშფოთველად გვეძინოს, პირველ რიგში უნდა მოვდუნდეთ.

ძილის წინ ჩანიშნეთ ყველა ის საქმე რის გაკეთებასაც მომდევნო დღეს აპირებთ,ეს დაგეხმარებათ

მოიხსნათ შფოთვა, რომ რაღაც არ დაგავიწყდეთ. გააკეთეთ სუნთქვის ვარჯიშები,ამისთვის სულ 5 წუთია

საჭირო, რომელიც აუცილებლად უნდა დაუთმოთ თავს. დახუჭეთ თვალები,და 5 წუთის განმავლობაში

ისუნთქეთ ღრმად, თანაბრად, გათავისუფლდით სტრესისა და დაძაბულობისგან.

სიმშვიდე ძილის საუკეთესო წამალია.

 

 

მოუსმინეთ დამამშვიდებელ მუსიკას ან ხმებს

თუ დაწოლისთანავე დაძინებას ვერ ახერხებთ, არ აანთოთ შუქი, ბევრად

უკეთესია თუ ამ დროს მშვიდ, სასიამოვნო მუსიკას მოუსმენთ. მუსიკა შეგიძლიათ

ჩაანაცვლოთ წვიმის ან უბრალოდ ბუნების ხმებით, რომლის აუდიო მასალას ძალიან მარტივად, ინტერნეტით იპოვით.

 

 

არომათერაპია

ჩვენს გონებას ძალიან ეხმარება მოდუნებაში სასიამოვნო არომატი, მნიშვნელობა არა აქვს

ოთახის დამატენიანებელს გამოიყენებთ არამძაფრი არომატით თუ უბრალოდ სურნელოვან

აბაზანას მოიმზადებთ. კარგი არომატი ეხმარება გონებას მოდუნდეს და სხეული დაძაბულობისგან

გათავისუფლდეთ. საჭიროა, მხოლოდ თქვენთვის სასურველი არომატი შეარჩიოთ

 

 

 

 

დანამატები

ჯანსაღი ძილისთვის ზოგჯერ საჭიროა სწორად შერჩეული დანამატების მიღება,

რომელიც ორგანიზმში კორტიზოლის შემცირებას შეუწყობს ძილის წინ და

შესაბამისად დაეხმარება სტრესის მოხსნაში.

 

 

 

აბაზანა ან შხაპი

წყალი განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. შესაბამისად ძილის წინ

შხაპის ან აბაზანის მიღება ყოველთვის კარგი იდეაა, გვეხმარება მოდუნებაში,

განტვირთვაში და ორგანიზმს ხელს უწყობს ძილისთვის მომზადებაში.

 

 

 

 

მიირთვით ჩაი

მიირთვით ფინჯანი ყვავილების ან ბალახეული ჩაი, მაგალითად გვირილის,

ეს არამხოლოდ ხელს უწყობს ჯანსაღ ძილს, არამედ ეხმარება ორგანიზმს დეტოქსიკაციაში.

 

 

 

 

მეტი კომფორტი

მოიწყვეთ ლოგინსა და საძინებელში მაქსიმალური კომფორტი, შეეცადეთ არ გაწუხებდეთ

მკვეთრი განათება, სასურველია გამორთოთ ინტერნეტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დისკომფორტს

არ გიქმნიდეთ არაფერი. ატლასის ბალიშისპირი იდეალური საშუალებაა იმისთვის, რომ მყუდროდ

მოეწყოთ ლოგინში, ამასთანავე მსგავსი ქსოვილი იცავს თმას დაელექტროებისგან და სახის კანს ნაოჭების გაჩენისგან.

 

 

 

წყარო: www.vogue.com 

  • გაზიარება:
  • Facebook share icon
  • Twitter share icon
გამოწერა
დაგვიტოვე შენი ელ ფოსტა და გაიგე პირველმა ჩვენს ფასდაკლებებზე, ღონისძიებებზე და გართობაზე. ასევე მიიღე რჩევები შოპინგზე, მოდაზე და სხვა სიახლეებზე.
დიდი მადლობა, ელფოსტა მიღებულია