ბლოგი

ახალი წლის ჯადოქრობები

13 დეკემბერი, 2019

ჯადოსნური საახალწლო გათამაშება 


ახლოვდება წლის ყველაზე ჯადოსნური დღე, როდესაც შეგვიძლია კიდევ ერთხელ ჩავიფიქროთ სურვილები და გვწამდეს სასწაულების, რადგან ამის მთელი გულით გვჯერა - 9-31 დეკემბრამდე ყველა ნივთს ჯადოსნურად გადავაქცევთ... როგორ?

უბრალოდ, ჩაერთეთ ჩვენს საახალწლო გათამაშებაში - იშოპინგეთ, შეაგროვეთ შოპინგისას დაგროვებული ქვითრები, მოათავსეთ მაგიურ დოლურაში და ყოველ ერთ საათში! დიახ, არ გეჩვენებათ, ყოველ ერთ საათში გამარჯვებულს გამოვავლენთ!

 

 

  • 9-31 დეკემბრამდე იშოპინგე „ისთ ფოინთის“ ნებისმიერ ობიექტში
  • გადაცვალე 60-ლარიანი ქვითარი ბილეთებში
  • 23-31 დეკემბრამდე მოიგე 300-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი ყოველ 1 საათში

უფრო მეტი  ჯადოსნური დეტალების დასაზუსტებლად  ეწვიე საიტს:

 

განწყობა, რომელიც განსაკუთრებულად გვიყვარს!


ჯადოსნური დღეების ათვლა ჩვენც დავიწყეთ - “ისთ ფოინთი“ უკვე გადაიქცა საახალწლო ქალაქად, რომელსაც 50 სანტა ესტუმრა და სტუმრებთან ერთად უზარმაზარი ნაძვისხე ავანთეთ, მოვრთეთ ულამაზესი დეკორაციებით და ორკესტრთან ერთად უკვე შევიქმენით წინასაახალწლო განწყობა. 

 

13 დეკემბრიდან კი ამ სკამზე  კეთილი სანტა დაგხვდებათ, გადაიღეთ მასთან ერთად სამახსოვრო ფოტო მას კი თქვენთვის ტკბილეული არ დაენანება

 

რა თქმა უნდა, მხოლოდ ამას არ დავჯერდით, ბავშვებისთვის „ფოკუს მოკუსში“ საახალწლო ღონისძიებებს ვაწყობთ, მათი მშობლები სასიამოვნო და,  რაც მთავარია მომგებიან შოპინგზე გვესტუმრებიან, პატარები კი გულს იჯერებენ უამრავი საინტერესო და სახალისო გასართობი ამბებით!

 

 


საახალწლო ფასდაკლებები შოპინგის, გართობის და დასვენების ქალაქში


2020 წლის მთავარი ფერი კლასიკური ლურჯია! ტრენდულ ფერებად განიხილება ასევე წითლის  გრადაციები. თუ ახალი წლის შესახვედრად სპეციალურ სამოსს ეძებთ, ამ პროცესს, რა თქმა უნდა, ჩვენ გაგიადვილებთ.


ფერადი წვრილი მძივებით გაწყობილი სამოსი განსაკუთრებულად ტრენდულია ამ სეზონზე, თუ თქვენს გემოვნებასაც ეხამება, მაღაზია Zara-ს უნდა ესტუმროთ, სადაც  სხვადასხვა ფერის ულამაზეს ნაქსოვ ზედატანებს შეარჩევთ. გამჭვირვალე ნაჭრები, რომლებიც გაწყობილია წერტილებით ან ფერადი ნაქარგებით, მომხიბვლელს გახდის თქვენს ნებისმიერ „ლუქს“ და ტრენდებსაც ფეხს აუწყობთ. 

 

წლის მთავარი ფერი აქტიურად რომ ჩართოთ  თქვენს გარდერობში, Mango-ს ესტუმრეთ, შეარჩიეთ „პლისე“ და ტყავის კაბები. თუ სეზონისთვის თბილ და თან მოდურ მოსაცმელს ეძებთ, ხელოვნური ბეწვის ლურჯ ქურთუკს გირჩევთ. 

შოპინგის დროს ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ყველა ქვითარი ჯადოსნურად მომგებიანია და არ დაგავიწყდეთ დოლურაში მისი მოთავსება!


მამაკაცებს, რომლებსაც შოპინგის სწრაფად ჩავლა სურთ, რომ შემდეგ კინოში შეიარონ, მიირთვან და გართობის ქალაქში სასურველი  დრო გაატარონ, Massimo Dutti-ში შევლას ვურჩევთ, რადგან ერთი შესვლით უამრავ სასურველ სამოსს შეარჩევთ. მათ შორის ელეგანტურ და თბილ ჯემპრებს, ტრენდულ კუბოკრულ ქურთუკებს... თუ ნაქსოვი სამოსი მოგწონთ, ახალ კოლექციაში არც მათი ნაკლებობაა. 

 

ახალი წლის შესახვედრად ახალი კაბა აუცილებელია!


ხავერდი კვლავაც არ კარგავს აქტუალურობას, ამიტომ მიაშურეთ Koton-ის მაღაზიას და შეარჩიეთ სასურველ ფერში სადღესასწაულო კაბა. თუ ახალი წლის მსგავსად თქვენც გინდათ ბრჭყვიალებდეთ, აქ ელეგანტურ, მძივებით გაწყობილ კაბებს და ზედატანებსაც აღმოაჩენთ. 


მბზინავი, კაშკაშა და ბრჭყვიალა სამოსის მოყვარულებმა H&M-ს არ უნდა ჩაუარონ. თუ ნათელი და ყვავილისპრინტიანი კაბები გხიბლავთ, კმაყოფილები დარჩებით, რადგან დიდი არჩევანი დაგხვდებათ. 

 

და სად უნდა შეარჩიოთ შესაფერისი ფეხსაცმელი?!  Bata-ში შევლა არ დაგავიწყდეთ, სადაც  ყველა ფერის სამოსისთვის შესაფერის  სადღესასწაულო მაღალქუსლიან შავ ფეხსაცმელსაც იპოვით და 2020 წლის ტრენდულ ფერებსაც აღმოაჩენთ.


სადღესასწაულო მაკიაჟმა  ახალი წლისთვის შესაბამისი განწყობა უნდა შეგიქმნათ! აუცილებლად ესტუმრეთ მაღაზია Flormar-ს. რას არ აღმოაჩენთ აქ  - ულამაზეს ფერებში თვალის პიგმენტურ ჩრდილებს, მბრწყინავ პუდრებს... 2020 წლის ტრენდულ მაკიაჟში კვლავაც აქტიურად არის ჩართული Glitter Make up-ები და მკვეთრი ფერის ჩრდილები.


ორი რამ, რაც აუცილებლად უნდა გახსოვდეთ - ყველა ქვითარი და ყოველი საათი ჯადოსნურად მომგებიანი შეიძლება იყოს და ჩვენს ყველა მაღაზიაში საახალწლოდ 20-70% ფასდაკლებით ისარგებლებთ!

 

საახალწლო საჩუქრები!


საყვარელი ადამიანებისთვის განსაკუთრებული სითბოს გამოსახატად შესანიშნავი პერიოდი დგება - საახალწლო საჩუქრები შეძენა!  სხვისთვის საახალწლო საჩუქრების  “ისთ ფოინთში” შერჩევა კი,  თქვენთვის ყოველ საათს ჯადოსნურად მომგებიანი შეიძლება იყოს. არ დაგავიწყდეთ ქვითრების მომგებიან ბილეთში გადაცვლა! 

 

iSTYLE შესანიშნავ შესაძლებლობას გაძლევთ, კიდევ ერთხელ მოიგოთ საყვარელი ადამიანის გული და უსახსოვროთ iPhone 11 საახალწლო ფასდაკლებით 2749 ლარად შეიძინოთ და Wireless Charger კი საჩუქრად გადმოგეცემათ!  

 

თუ დედას სიმყუდროვე უყვარს სახლში, ეწვიეთ „ახალ ნათებას“, შეიძინეთ უახლესი კოლექციებიდან სასურველი სანათი 20%-იანი ფასდაკლებით და დაიბრუნეთ 5% დაგროვების ბარათზე. შერჩეულ მოდელებზე კი მიიღეთ 30%-, 40%- და 50%-იანი ფასდაკლება!


ოჯახის ყველა წევრის გასახარებლად კი „სუპერს“ ეწვიეთ, დააგროვეთ 50%-ის ერთგული ქულები და შეარჩიეთ განსაკუთრებული სუპერ საჩუქრები!


არ დაგავიწყდეთ საჩუქრების საგულდაგულოდ და გემოვნებით  შეფუთვა! ესტუმრეთ „გეგმა A”-ს სტენდს „ისთ ფოინთის” მთავარ შენობაში.

 

ბოლოს კი ჩვენ მაინც საუკეთესო საახალწლო საჩუქარს გირჩევთ, ისთ ფოინთის სასაჩუქრე ბარათით, საახალწლოდ ყველას ძალიან გაახარებთ! 


 

და, რა თქმა უნდა, გიტოვებთ საახალწლო მუსიკალურ კომპოზიციას, ენერგიული და სასიამოვნო შოპინგისთვის:

 

გამოწერა
დაგვიტოვე შენი ელ ფოსტა და გაიგე პირველმა ჩვენს ფასდაკლებებზე, ღონისძიებებზე და გართობაზე. ასევე მიიღე რჩევები შოპინგზე, მოდაზე და სხვა სიახლეებზე.
დიდი მადლობა, ელფოსტა მიღებულია