სხვა სერვისები


 

 უფასო WiFi
ისთ ფოინთს ქუჩებში, ნებისმიერ დროს უფასო Wi-Fi-ით შეგიძლიათ ისარგებლოთ. 


 საინფორმაციო
გაგიჩნდათ კითხვა? ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში ისთ ფოინთის საინფორმაციოს შეგიძლიათ მიმართოთ. ჩვენი ყურადღებიანი პერსონალი მუდმივად მზად არის თქვენს დასახმარებლად. მიმართეთ ჩვენს საინფორმაციოს და მიიღეთ კომპეტენტური პასუხი.
 

 ATM / Exchange 
ისთ ფოინთში  ბევრგან შეგხვდებათ სხვადასხვა ბანკის ბანკომატები და ნაღდი ფულის პრობლემასაც ადვილად მოაგვარებთ. ჩვენს ტერიტორიაზე, პირველ და მეორე მოედანზე მდებარე კიოსკებში, ფულის გადაცვლა/დახურდავებაც შეგიძლიათ.
 

 პარკინგი
ჩვენს ქალაქში პარკირების პრობლემა არასდროს შეგექნებათ და ამაში მთელი სავაჭრო ქალაქის ტერიორიაზე, ორ ადგილას გადანაწილებული, 3000 ადგილიანი, პარკინგის ტერიტორია ხელს გიწყობთ. პარკინგი A- ეგრეთ წოდებული ქვედა პარკინგი ,დაახლოებით 1000 მანქანას იტევს, ხოლო პარკინგ B-ზე, რომელიც ჰიპერმარკეტების მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს, 2000 მანქანის დაყენების საშუალებაა. რაც მთავარია , ისთ ფოინთში პარკინგი უფასოა და მანქანის დატოვება შესაძებელია განუსაზღვრელი დროით და თანაც უსაფრთხოდ. 
 

 ტაქსი
რუსთავიდან მომავალი სტუმრებისთვის, ისთ ფოინთის სპეციალური ტაქსით ჩვენთან მოსვლა უფრო გაგიმარტივდებათ.  თქვენ მოგემსახურებათ მინივენის ტიპის ავტომობილები ( TAXI ). სამუშაო საათები: 08:30 - 22:30 საათამდე.  დარეკეთ: 0 ( 790 ) 722 622; +995 595 29 72 29 


 მანქანის რეცხვა
სანამ თქვენ შოპინგით ხართ გართულნი, ზედა (B) პარკინგის მოპირდაპირე მხარეს მდებარე მანქანის სამრეცხაოში შეგიძლიათ დატოვოთ მანქანა და საყიდლებიდან დაბრუნებულს მას გარეცხილს დაგახვედრებენ.


 ელექტორო მანქანის დატენვა
ჩვენს ეკო ქალაქში, ქვედა პარკინგზე (Parking zone A) ელექტრომობილების დამტენი ორი სადგურია დამონტაჟებული. ისთ ფოინთისა და კომპანია E-space-ს თანამშრომლობის შედეგად, ჩვენს სტუმრებს რომელთაც ელექტრომობილები ჰყავთ შეუძლიათ სრულიად უფასოდ ისარგებლონ ამ სერვისით. 
 

 ქუჩები ადაპტირებული შშმ პირებზე.
მთელ ჩვენს  ტერიტორიაზე ბევრგან შეგხვდებათ ლიფტები, რომელიც ადაპტირებულია შშმ პირებზე. შეზღუდული შესაძლებლობლების ადამიანებს ასევე უპრობლემოდ შეეძლებათ ისთ ფოინთის ქუჩებში  გადაადგილება და საპირფარეშოებით სარგებლობა.
 

  • გაზიარება:
  • Facebook share icon
  • Twitter share icon
გამოწერა
დაგვიტოვე შენი ელ ფოსტა და გაიგე პირველმა ჩვენს ფასდაკლებებზე, ღონისძიებებზე და გართობაზე. ასევე მიიღე რჩევები შოპინგზე, მოდაზე და სხვა სიახლეებზე.
დიდი მადლობა, ელფოსტა მიღებულია