ისთ ფოინთის სასაჩუქრე ბარათი
საუკეთესო საჩუქარი, რომლითაც შენ ძვირფას ადამიანს გაახარებ! აჩუქე ისთ ფოინთის სასაჩუქრე ბარათი.
- მოითხოვე ბარათი ისთ ფოინთის საინფორმაციოში
- ჩარიცხე მასზე შენთვის სასურველი თანხა 50-დან 500 ლარამდე
- ისარგებლე ისთ ფოინთის ნებიემიერ მაღაზიაში, გართობისა თუ კვების ობიექტში
სასაჩუქრე ბარათით სარგებლობის წესები და პირობები:
- სასაჩუქრე ბარათის შეძენისას შეცვალეთ პინ კოდი თიბისის ბანკომატის საშუალებით
- ბარათზე შესაძლებელია დაირიცხოს ნებისმიერი თანხა 50 ლარიდან 500 ლარამდე. დარიცხვა ხდება ერთჯერადად
- სასაჩუქრე ბარათზე თანხის დარიცხვა წარმოებს სავაჭრო ცენტრში განთავსებულ საინფორმაციო ცენტრში უნაღდო ანგარიშსწორებით
- სასაჩუქრე ბარათზე თანხა აისახება ჩარიცხვიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში;
- ბარათზე დარიცხული თანხის გამოყენება შესაძლებელია დარიცხვიდან 12 თვის განმავლობაში, როგორც ერთ ტრანზაქციად, ასევე ნაწილ-ნაწილ, სხვადასხვა დროს ისთ ფოინთის ნებისმიერ ობიექტზე
- სასაჩუქრე ბარათიდან თანხის განაღდება დაშვებულია მასზე თანხის ჩარიცხვიდან 12 თვის გასვლის შემდეგ, უნაღდო ანგარიშსწორებით თიბისი ბანკის ვებ გვერდზე მითითებულ ფილიალებში
- დაკარგული ბარათი და მასზე არსებული ლიმიტი აღდგენას არ ექვემდებარება;
- ბარათზე ნაშთის შემოწმება შესაძლებელია თიბისისბანკომატების საშუალებით; (უკონტაქტოდ)
- შეუძლებელია სასაჩუქრე ბარათზე განთავსებული თანხის სხვა მიზნობრიობით გამოყენება, მაგალითად: თანხის განაღდება, თანხის სხვა ანგარიშზე გადარიცხვა და ა.შ
- ბარათის დაზიანების ან ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართეთ თიბისი ბანკს (0322272727)
- სასაჩუქრე ბარათის მომსახურების წესებისა და პირობების დეტალურად გასაცნობად გთხოვთ ეწვიოთ თიბისის ოფიციალურ ვებ გვერდს www.tbc.ge
- სასაჩუქრე ბარათის და პინ კოდის სხვა ფიზიკური პირისთვის სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, მოსარგებლეს ასევე უნდა გადაეცემა ბუკლეტი, რომელზეც დატანილიასასაჩუქრე ბარათით სარგებლობის წესები და პირობები