სამუშაო საათები

H&M -მა თბილისში მეორე მაღაზია ისთ ფოინთში გახსნა


H&M -მა, ერთ-ერთმა უმსხვილესმა საერთაშორისო სავაჭრო ბრენდმა, საქართველოში მეორე მაღაზია გახსნა. ცნობილ სავაჭრო და გასართობ ქალაქ ისთ ფოინთში, რომელიც ალ. თვალჭრელიძის N2-ში მდებარეობს, ახალი მაღაზია 2000 კვადრატულ მეტრზე განთავსდა. ამიერიდან, მოდის ყველა მიმდევარს აქ უახლესი ტრენდების შეძენა შეეძლება.


„ძალიან დიდი მადლობა თბილისს იმ საოცარი ატმოსფეროსთვის, რომელიც დღეს, მეორე მაღაზიის გახსნისათვის შეგვიქმნა! ძალიან გვიხარია, რომ ჩვენს მთავარ იდეას – უახლესი ტრენდები და ხარისხი საუკეთესო ფასად, მოდის მდგრადი განვითარებისათვის – უკვე ყველა იცნობს!“ – აღნიშნა კლაუდია ოსვალდმა, ავსტრიის, ხორვატიის, სერბეთის, სლოვენიისა და საქართველოს H&M -ის რეგიონალურმა მენეჯერმა.


რიგში მდგომ პირველ 100 მომხმარებელს 30-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადაეცა, რათა მათი შოპინგი კიდევ უფრო სასიამოვნო და დაუვიწყარი გამხდარიყო. განსაკუთრებული შეთავაზება კი – 20%-იანი ფასდაკლება ერთ რჩეულ ნივთზე – მთელი დღის განმავლობაში მოქმედებს და ვრცელდება ქალის, კაცის, თინეიჯერისა და ბავშვის სრულ კოლექციაზე.


მეორე მაღაზიის გახსნის აღსანიშნავად, H&M -მა გახსნისწინა წუთები დიჯეი რემბოსთან ერთად აითვალა, რამაც სადღესასწაულო განწყობა კიდევ უფრო აამაღლა. აცეკვებული მომხმარებლების განწყობაზე ზრუნავდნენ უნიჭიერესი და ყველასთვის უსაყვარლესი წამყვანებიც – ლიკა ქორქია და ბახვა ბრეგვაძე, რომლებიც სალაროსთან პირველ მყიდველსაც დახვდნენ.


სიურპრიზები მაღაზიაშიც გაგრძელდა – „იმედის დღის“ ტელეწამყვანმა, ეკო ფანგანმა, H&M -ის მთავარი სტილისტის როლი მოირგო და მთელი დღის განმავლობაში ყველა მსურველს საუკეთესო სტილის არჩევაში ეხმარებოდა.

  • გაზიარება:
  • Facebook share icon
  • Twitter share icon