სამუშაო საათები

თაკო ნაცვლიშვილი TIME-ის ბრენდ ამბასადორი

საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში აღიარებული და მსოფლიოს მასშტაბით წარმატებული მოდელი თაკო ნაცვლიშვილი საათებისა და სამკაულების მაღაზიათა ქსელის „TIME” ბრენდამბასადორი გახდა. თაკო 16 წლიდან პარიზის, ლონდონის, მილანისა და მაღალი მოდის სხვა კვირეულებზე წარმოადგენს ისეთ ლეგენდარულ დიზაინერებს, როგორიცაა: VERSACE, ZUHAI MURADI, ELLIE SAAB, ARMANI, ALEXANDER MQUEEN და ასე შემდეგ. 2016 წელს თაკო ოფიციალურად ARMANI COLLEZION-ის სახე გახდა.

თაკო ნაცვლიშვილი, როგორც „TIME”-ის ბრენდამბასადორი, 2018 წლის განმავლობაში წარადგენს საათებისა და სამკაულების ისეთ „TIME”-ის ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: MICHAEL KORS, EMPORIO ARMANI, GUCCI, DKNY, DIESEL, PANDORA და სხვა უამრავი ბრენდის უახლეს კოლექციებს. „მოხარული ვართ, რომ თაკო „თაიმის“ ბრენდის წარმომადგენელია. ახალგაზრდა, ენერგიული ადამიანი, რომელსაც აქვს სილამაზე, ელეგანტურობა, კლასიკურობა, ინდივიდუალიზმი და ბუნებრივობა - იმ ყველაფრის ერთობლიობა, რაც „თაიმის“ ბრენდკოდია.”

თაკო ნაცვლიშვილისა და „თაიმის“ კოლაბორაცია ვიზუალურად პირველად იქნება წარმოდგენილი 2018 წლის თებერვლიდან ვალენტინობის კამპანიის ფარგელებში, თბილისის მასშტაბით სხვადასხვა მარკეტინგული არხის საშუალებით.

  • გაზიარება:
  • Facebook share icon
  • Twitter share icon