ისთ ფოინთი საქართველოში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი გახდა

ისთ ფოინთი, კომერციული ფართების (GLA-ის) გაქირავების კუთხით გახდა საქართველოში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი. მის ტერიტორიაზე არსებული ფართის 72,000 მ2 დაკავებული არის სხვადასხვა ტიპის სავაჭრო და გასართობი ცენტრების მიერ.

პირველ სექტემბერს კი მის ტერიტორიაზე საქართველოში ყველაზე დიდი ავეჯის ჰაბი გაიხსნა. იგი განთავსებულია „ისთ ფოინთის“ ქვედა პარკინგის მიმდებარედ, 5,000 მ2 ფართობზე. შესაბამისად, ყველას ვისაც ავეჯის შეძენა სურს, ამიერიდან საშუალება აქვთ სასურველი ნივთები ერთ სივრცეში შეიძინონ, იქ სადაც ყველაზე დიდი არჩევანია.

ავეჯის ჰაბში განთავსებულია ბრენდები: Comforter, Mobler, EnzaHome, Marco, New Light, Forum.

მეტი კომფორტისთვის, აღსანიშნავია, რომ ისთ ფოინთის ტერიტორიაზეა ჰიპერმარკეტი „კარფური“ და სამშენებლო ჰიპერმატკეტი ,,დომინო“ ასევე 10-ზე მეტი სხვადასხვა ტექნიკის მაღაზიები, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ყველაფერი ერთ სივრცეში შეიძონოს.

აქვე უნდა აღინიშნოს რომ ისთ ფოინთში 200-ზე მეტი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ბრენდია წარმოდგენილი.

 

  • გაზიარება:
  • Facebook share icon
  • Twitter share icon
გამოწერა
დაგვიტოვე შენი ელ ფოსტა და გაიგე პირველმა ჩვენს ფასდაკლებებზე, ღონისძიებებზე და გართობაზე. ასევე მიიღე რჩევები შოპინგზე, მოდაზე და სხვა სიახლეებზე.
დიდი მადლობა, ელფოსტა მიღებულია