სამუშაო საათები

H&M-ის მეორე მაღაზიის გახსნა ისთ ფოინთში

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო სავაჭრო ბრენდი Hennes & Mauritz AB (H&M), რომელიც ცნობილია თავისი ბიზნესიდეით – ტრენდული სამოსი და ხარისხი საუკეთესო ფასად, მოდის მდგრადი განვითარებისათვის – სიამაყით აცხადებს თავისი მეორე მაღაზიის გახსნას საქართველოში.

მაღაზია გაიხსნება 2018 წლის გაზაფხულზე, სავაჭრო და გასართობ ქალაქ „ისთ ფოინთში“, რომლის მისამართია ალექსანდრე თვალჭრელიძის N2. გახსნასთან დაკავშირებული სხვა დეტალები ცნობილი მოგვიანებით გახდება.

H&M-ის პირველი მაღაზია საქართველოში 2017 წლის შემოდგომაზე გაიხსნა. დღეს ეს ბრენდი მსოფლიოს 69 ქვეყანაში 4500-ზე მეტი მაღაზიითაა წარმოდგენილი. მაღაზიებისა თუ ონლაინ-შოპინგის საშუალებით, H&M-ი მომხმარებლებს უახლეს ტრენდებს სთავაზობს და მათ პერსონალური სტილის შექმნაში ეხმარება. მაღაზიებში არსებული ტრენდული პროდუქცია ყოველდღიურ რეჟიმში ახლდება.

  • გაზიარება:
  • Facebook share icon
  • Twitter share icon