უსაფრთხოების წესები რომელიც ისთ ფოინთში უნდა დაიცვათ
სულ მალე ღია სივრცეში საშოპინგოდ ისევ შევხვდებით ერთმანეთს, მაგრამ თქვენი უსაფრთხოებისთვის, რამდენიმე, მნიშვნელოვანი წესის დაცვა იქნება საჭირო:
- დაიცავით სოციალური დისტანცია - 2 მეტრი ( როგორც დახურულ სივრცეში, ასევე შესასვლელებში)
- გამოიყენეთ ნიღაბი - მხოლოდ დახურულ სივრცეში, ღია სივრცეში აუცილებელი არ არის!
- დახურულ სივრცეში იმოქმედებს თერმო სქრინინგი - 37+ ტემპერატურის შემთხვევაში, მომხმარებელი ვერ შეძლებს ტერიტორიაზე შემოსვლას.
- შენობაში შესვლისას ისარგებლეთ დეზობარიერით
მოუთმენლად გელოდებით 1 ივნისს ისთ ფოინთში, ღია სივრცეში საშოპინგოდ!
სასიამოვნო შოპინგს გისურვებთ!