რუკა
your browser doesn't support svg

Lebowski Bowl Club

Lebowski Bowl Club წარმოადგენს ლეგანდარული დიდი ლებოვსკის ინსპირაციას ისთ ფოინთის ქალაქის კედლებში. გააგორეთ სტრაიკი და ჩააგდეთ შავი 8-იანი ბილიარდის მაგიდის ლუზებში.

ჩვენი მეგობრული გუნდი კი ყოველთვის შეგიწყობთ ხელს დროის ლებოვსკურად გასატარებლად

 

  • 12 პროფესიონალური ბოულინგის ბილიკი;
  • 6 პული, 1 VIP რუსული ბილიარდი და 1 VIP Pool ( 9 ფუტიანი ბილიარდის მაგიდა)
  • 2 დართსი;
  • მაგიდის ტენისი (Ping Pong);
  • ბარ-რესტორანს მყუდრო გარემოთი და დიდი ეკრანებით.




ბოულინგი
გიოცნებიათ ყოფილიყავით ძმები კოენების საკულტო ფილმის მთავარი გმირი? მაშინ გვეწვიეთ Lebowski Bowl Club-ში, მოირგეთ ლებოვსკის ფეხსაცმელი და გახდით ნამდვილი Dude. The Dude-ს თავისი გუნდი ჰყავდა, თქვენ კი ჩვენი პროფესიონალი ინსტრუქტორები დაგეხმარებიან ლებოვსკის მწვერვალების დასაბყრობად.


ბილიარდი
თავად დიდ ლებოვსკისაც კი უყვარდა ბოულინგისგან განტვირთვა. ბოულინგისგან თავისუფალ დროს იგი ბილიარდის მაგიდებთან ატარებდა.ჩვენც არ ვღალატობთ მის ტრადიციებს და გთავაზობთ პულისა და რუსული ბილიარდის  მაგიდებს.


ბარ-რესტორანი
ჩვენს თანამედროვე და კომფორტულ ბარ-რესტორანში შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი და უნიკალური კერძები, მრავალფეროვანი კოქტეილები და ლებოვსკის განუყრელი სასმელი, The white Russian. ამასთან ერთად, დიდ ეკრანებზე შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მიმდინარე სპორტულ ტრანსლაციებს და უგულშემატკივროთ თქვენს გუნდებს.

ვიპ
Lebowski Bowl Club-ში შეგიძლიათ ისარგებლოთ ბილიარდის VIP ოთახებით. ეს სივრცეები მოწყობილია თქვენთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად.  აქ შეგიძლიათ ითამაშოთ ბილიარდი მეგობრებთან ერთად მყუდრო გარემოში, თან დიდ ეკრანზე უყუროთ საინტერესო სპორტულ ტრანსლაციებს.


სამუშაო საათები

მიმაგრებული ფაილები:
  • Phone icon +995 591 50 10 10
  • Globe icon www.lebowski.ge
  • Categories icon გართობა
  • Clock icon 11:00-01:00
  • Floor icon -1 სართული
გამოწერა
დაგვიტოვე შენი ელ ფოსტა და გაიგე პირველმა ჩვენს ფასდაკლებებზე, ღონისძიებებზე და გართობაზე. ასევე მიიღე რჩევები შოპინგზე, მოდაზე და სხვა სიახლეებზე.
დიდი მადლობა, ელფოსტა მიღებულია