როგორი იქნება შოპინგი ისთ ფოინთში 1 ივნისიდან

1 ივნისს თქვენი საყვარელი მაღაზიები გაიხსნება და სულ მალე ისევ ვიშოპინგებთ, მაგრამ ყველას ძალიან გვაინტერესებს, როგორ შეიცვლება ჩვენი შოპინგ-ქცევები და რა შეზღუდვებს დააწესებენ მაღაზიები. 

გთავაზობთ ისთ ფოინთის გარკვეული მაღაზიების პროტოკოლით განსაზღვრულ წესებს:

გარდა იმისა, რომ მაღაზიაში სრულად იქნება გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ ინიცირებული რეგულაციები, რაც გულისხმობს დეზობარიერსა და ხელის სანიტაიზერს შესასვლელში,  დისტანციის დამცავ სტიკერებს იატაკზე, მინის ბარიერებს სალაროსთან,  მომხმარებლებისთვის ნიღბის ტარების აუცილებლობას, თანამშრომლების აღჭურვას შესაბამისი დამცავი ეკიპირებით, ასევე "რითეილ გრუპ ჯორჯიას" ყველა მაღაზიაში: Zara, Massimo Dutti, Mango, Stradivarius, Bershka, Aldo, Aldo accsesorise, Charles and Keith,  US Polo, Flomar, Zippy, Sergent Mayor, Monsoon, Accessorize, F&F მოქმედებს შემდეგი წესები: 


1.    გასასინჯი ოთახები დროებით დაიკეტება.
2.    ნივთის მოსინჯვა შესაძლებელი იქნება სახლში, შესაბამისად გახანგრძლივდება დაბრუნებისა და გაცვლის პირობები:  ნაცვლად 3 დღე დაბრუნებისა და ერთი კვირა გაცვლისა, იქნება: 14 დღე გაცვლა-დაბრუნებისთვის.
3.    პროდუქტი უნდა იყოს თავდაპირველ მდგომარეობაში, წარმოდგენილი შესაბამისი ეტიკეტებითა და სალაროს ქვითრით. 
4.    ორი კვირის ვადაში დაბრუნებული ტანსაცმელი გაივლის სპეციალურ საკარანტინო პროცედურას 48 საათის განმავლობაში და მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხვდება სავაჭრო სივრცეში. 
5.    ფეხსაცმლის გასასინჯად მომხმარებელს გადაეცემა ერთჯერადი ცელოფნის პარკი.
6.    პირადი ჰიგიენის ნივთების და აქსესუარის (მაგ. საყურის), კოსმეტიკისა და თეთრეულის გადაცვლა ან დაბრუნება არ შეიძლება. (ეს წესები მანამდეც არსებობდა და უცვლელად რჩება). 
7.    ბავშვის ტანსაცმლის შემთხვევაში, მოქმედებს ყველა ის პირობა რაც ტანსაცმელის მაღაზიებისთვის
8.    ჩვილი ბავშვის ინვენტარის (ავეჯის, ეტლის, სკამის, აქსესუარების და სხვა) დაბრუნება არ შეიძლება (ეს წესები მანამდეც არსებობდა და უცვლელად რჩება). 

ასევე, თქვენი უსაფრთხოებისთვის, ზოგიერთ მაღაზიაში შესასძლოა დაგხვდეთ მანიშნებელი  "გთხოვთ, აქსესუარებს  არ შეეხოთ, მიმართეთ მაღაზიის თანამშრომელს და ჩვენ მოგაწვდით სასურველ ნივთს",  ასევე "საწყობში დამატებითი ზომებია, მიმართეთ ჩვენს თანამშრომელს" 

 

გელოდებით 1 ივნისს, შოპინგის, გართობის და დასვენების ქალაქში, ღია სივრცეში საშოპინგოდ!

 

სასიამოვნო შოპინგს გისურვებთ! 

 

 

 

  • გაზიარება:
  • Facebook share icon
  • Twitter share icon
გამოწერა
დაგვიტოვე შენი ელ ფოსტა და გაიგე პირველმა ჩვენს ფასდაკლებებზე, ღონისძიებებზე და გართობაზე. ასევე მიიღე რჩევები შოპინგზე, მოდაზე და სხვა სიახლეებზე.
დიდი მადლობა, ელფოსტა მიღებულია