12 დეკემბერს, ისთ ფოინთის ახალი სივრცე უკვე გაიხსნა. სივრცეში წარმოდგენილია ახალი ბრენდები, განახლებული კონცეფციებით. სივრცე გამორჩეულია ორიგინალური არქიტექტურით, რაც მოლში სტუმრობას კიდევ უფრო საინტერესო გამოცდილებად აქცევს. ინტერიერის მთავარი აქცენტებია შუშის გუმბათი და ბუნებრივი გამწვანება. სივრცეში სტუმრებს დახვდებათ განახლებული ფუდკორტი – მრავალფეროვანი საკვები ობიექტებით და კომფორტული მოსასვენებელი ზონებით. ახლი სივრცე ისთ ფოინთში წარმოადგენს თანამედროვე ურბანული გარემოს ახალ ეტაპს, სადაც დიზაინი და კომფორტზე მორგებული გარემო ერთ მთლიან კონცეფციად ერთიანდება.