- შეიძინე ბარათი ისთ ფოინთის საინფორმაციო ცენტრში
- ჩარიცხე მასზე შენთვის სასურველი თანხა 50-დან 500 ლარამდე
- ისარგებლე ისთ ფოინთის ნებისმიერ მაღაზიაში, გართობისა თუ კვების ობიექტში
სასაჩუქრე ბარათით სარგებლობის წესები და პირობები:
- სასაჩუქრე ბარათის შეძენისას შეცვალეთ პინ კოდი თიბისის ბანკომატის საშუალებით
- ბარათზე შესაძლებელია დაირიცხოს ნებისმიერი თანხა 50 ლარიდან 500 ლარამდე. დარიცხვა ხდება ერთჯერადად
- სასაჩუქრე ბარათზე თანხის დარიცხვა წარმოებს სავაჭრო ცენტრში განთავსებულ საინფორმაციო ცენტრში უნაღდო ანგარიშსწორებით
- სასაჩუქრე ბარათზე თანხა აისახება ჩარიცხვიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში
- ბარათზე დარიცხული თანხის გამოყენება შესაძლებელია დარიცხვიდან 12 თვის განმავლობაში, როგორც ერთ ტრანზაქციად, ასევე ნაწილ-ნაწილ, სხვადასხვა დროს ისთ ფოინთის ნებისმიერ ობიექტზე
- დაკარგული ბარათი და მასზე არსებული ლიმიტი აღდგენას არ ექვემდებარება
- შეუძლებელია სასაჩუქრე ბარათზე განთავსებული თანხის სხვა მიზნობრიობით გამოყენება, მაგალითად: თანხის განაღდება, თანხის სხვა ანგარიშზე გადარიცხვა და ა.შ
- სასაჩუქრე ბარათის და პინ კოდის სხვა ფიზიკური პირისთვის სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, მოსარგებლეს ასევე უნდა გადაეცემა ბუკლეტი, რომელზეც დატანილია სასაჩუქრე ბარათით სარგებლობის წესები და პირობები